|
2016-11-07 16:31:51, 914 ნახვა
სამხედრო
ვლადიმერ ჩაჩიბაია: წელს დავიწყებთ მუშაობას, რომ გაზაფხულისთვის ახალწვეულების მისაღებად მზად ვიყოთ
ჩვენ დავიწყებთ მუშაობას წელს, რომ გაზაფხულისთვის უკვე მზად ვიყოთ და მივიღოთ ახალწვეულები სამხედრო ნაწილებში, - ამის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა. როგორც ჩაჩიბაიამ აღნიშნა, სავალდებულო სამხედრო გაწვევის გაუქმების გადაწყვეტილების გადახედვის შედეგად ბევრი ხარვეზი აღმოჩნდა. „ჩვენ გარკვეული ხარვეზები შეგვექმნა სამხედრო ნაწილებში, ამიტომ ახალწვეულების დაბრუნება შეიარაღებულ ძალებში არის მნიშვნელოვანი, რადგან ეს არის პირველ რიგში იაფი, ეკონომიური და ეფექტიანი. ჩვენ ვაუმჯობესებთ ამ სისტემას, ვიდრე ეს აქამდე იყო. ახალწვეულები გაივლიან საწყის საბრძოლო მომზადებას, ანალოგიურს, როგორსაც გადიან ჩვენი პროფესიონალი სამხედროები. მათი ანაზღაურება 7 ლარიდან გაიზრდება 50 ლარით და მათ უფრო მეტი დრო ექნებათ ვიდრე ეს აქამდე ჰქონდათ”, - განაცხადა ჩაჩიბაიამ. მისივე თქმით, ინფრასტრუქტურულად და სისტემურად პრობლემა არ არსებობს, უბრალოდ დაიხვეწება საბრძოლო მომზადების პროგრამები და შესაბამისი თანხები გათვალისწინებული იქნება ბიუჯეტში. „ჩვენ დავიწყებთ მუშაობას უკვე წელს, რომ გაზაფხულისთვის მზად ვიყოთ და მივიღოთ ახალწვეულები ჩვენს სამხედრო ნაწილებში”, - განაცხადა ჩაჩიბაიამ. ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტრო სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღადგენს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)