21:53 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-07 12:08:10, 2106 ნახვა

მსოფლიო
ოდესის პოლიციის უფროსი გია ლორთქიფანიძე თანამდებობიდან გადადგა

ოდესის ოლქის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი გია ლორთქიფანიძე  თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ლორთქიფანიძემ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

 გია ლორთქიფანიძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე იყო. ის ამ პოზიციაზე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში მუშაობდა. გია ლორთქიფანიძეს 2011 წლის  26 მაისის საქმეზე წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.  მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან. გამოძიების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეების დარბევა და მათი მასობრივი დაკავება, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის ბრძანებით,   მის მოადგილეს გია ლორთქიფანიძეს დაევალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics