22:36 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-20 11:02:01, 752 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთი რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. „ხელშეკრულებას“ გმობს

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული ე.წ. „ხელშეკრულების“ თაობაზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პოლონეთი არ აღიარებს  მას და საერთაშორისო სამართლის პრინციპების გათვალისწინებით, არაკანონიერად მიიჩნევს.

 
„აღნიშნული ე.წ. ‘ხელშეკრულების’ გაფორმება, ისევე როგორც  რუსეთსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის 2014 წლის 24 თებერვალს გაფორმებული ე.წ. „სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის შესახებ ხელშეკრულება“, არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას; 2008 წლის 12 აგვისტოს სარკოზისა და მედვედევის ექვს პუნქტიანი შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს და 2008 წლის 8 სექტემბრის სამ პუნქტიან შეთანხმებას; იგი, ასევე, ძირს უთხრის ჟენევის მოლაპარაკებებსა და აბაშიძე-კარასინის ქართულ-რუსულ დიალოგს.
 
ასევე, შემაშფოთებელია ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში 2015 წლის 5 მარტს რუსეთის ჯარების მიერ დაწყებული ფართომასშტაბიანი წვრთნების შესახებ.

მოვუწოდებთ ჟენევის პროცესის გაგრძელებისკენ, რომლის 31-ე რაუნდი აღნიშნული “ხელშეკრულების“ მოსკოვში ხელმოწერის დღეს გაიმართა, ასევე, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებული სხვა საზღვრების დაურღვევლობის პატივისცემისკენ“, - ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics