|
2016-11-06 17:04:27, 814 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: გამოვიყენებთ ყველა კვოტას, მანდატს იმისათვის, რომ პარლამენტში დინამიური პროცესები უზრუნველყოფილი იყოს
საპარლამენტო უმრავლესობის ახალარჩეული ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პირველი სამუშაო იმ პრიორიტეტების გარშემო იქნება, როგორიცაა-ეკონომიკის განვითარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, განათლების სისტემის შემდგომი რეფორმირება, ინფრასტრუქტურის განახლება და მმართველობის რეფორმა. „მე მაქვს 4 წლიანი გამოცდილება აღმასრულებელ ხელისუფლებაში საქმიანობის და ბევრ ადამიანთან, რომელიც დღეს არის ჩვენს გუნდში, მქონდა პირადი საქმიანი ურთიერთობა და ჩემთვის რეალურად ცნობილია ის დიდი პოტენციალი, რომელიც ჩვენს გუნდშია. უმრავლესობის ლიდერის ამოცანა და ფუნქციაა, კარგი კოორდინაციის უზრუნველყოფა. ასევე მედიასთან ეფექტური კოორდინაციის უზრუნველყოფა და ყველა იმ შესაძლებლობის და შანსის გამოყენება, რომელიც დღეს სჭირდება საქართველოს სწრაფი განვითარებისთვის“,-განაცხადა თალაკვაძემ. რაც შეეხება აღმასრულებელ ხელისუფლებაში თანამდებობების გადანაწილებას, თალაკვაძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, კონსულტაციები მიმდინარეობს. ამასთან, თალაკვაძე არ საუბრობს იმაზე, თუ რამდენი ფრაქცია შეიქმნება: „პარლამენტის მუშაობის დაწყებამდე დროა.ამ დროისთვის ცნობილია, რომ შეიქმნება ფრაქცია „ქართული ოცნება“ მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობით. რა ფრაქციები იქნება, ამაზე კონსულტაციები შედგება. გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, ყველა კვოტას, მანდატს იმისათვის, რომ პარლამენტში იყოს უზრუნველყოფილი ძალიან დინამიური პროცესები და ფრაქციები არის ამის ერთ- ერთი მნიშვნელოვანი ინსტურმენტი. ამიტომ, ამ შანსებს მე-9 მოწვევის პარლამენტში მაქსიმალურად გამოვიყენებთ“,-აღნიშნა თალაკვაძემ.
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)