|
2016-11-05 15:41:03, 849 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი 18 ნოემბერს რუსეთში გაემგზავრება
18 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე რუსეთში გაემგზავრება. ილია მეორე მოსკოვში, რუსეთის პატრიარქის მიწვევით ჩავა. უწმინდესი პატრიარქ კირილის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. ამასთან, ილია მეორე მოსკოვში რუსეთის პატრიარქთან და სხვა მართლმადიდებელ პატრიარქებთან ერთად 20 ნოემბერს ერთობლივ წირვას აღავლენს. ქათოლიკოს პატრიარი რუსეთში 24 ნოემბრამდე დარჩება. 23 ნოემბერს ილია მეორე ქართულ ტაძარს მოინახულებს და სამღვდელოებას შეხვდება. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ილია მეორის შეხვედრა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ან ქვეყნის პრეზიდენტთან დაგეგმილი არ არის, თუმცა ღონისძიებების ფარგლებში პატრიარქი შესაძლოა მთავრობის ნებისმიერ წარმომადგენელს შეხვდეს. ცნობისთვის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი (ვლადიმირ მიხაელის ძე გუნდაიევი) 1946 წლის 20 ნოემბერს ლენინგრადში დაიბადა. 2009 წლის 27 იანვარს 677-დან 508 ხმით წმინდა სინოდმა იგი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქად აირჩია. 2009 წლის 1 თებერვალს კი ინტრონიზაცია შედგა. პატრიარქის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)