06:48 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-04 15:29:30, 708 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტმა რევაზ ადამია, გიორგი ბურდული და ლევან მიქელაძე სიკვდილის შემდეგ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს საგანგებო და  სრულუფლებიანი ელჩები რევაზ ადამია, გიორგი ბურდული და ლევან მიქელაძე ქართული დიპლომატიის განვითარების, საქართველოს საგარეო პოლიტიკის  წარმატებით განხორციელებისა და ქართული სახელმწიფოებრიობის გაძლიერების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და აღმატებული ღვაწლისათვის სიკვდილის შემდეგ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.

პრეზიდენტის თქმით, ამ ადამიანებმა საფუძველი ჩაუყარეს  ახალ ქართულ დიპომატიას.

„მინდა აღვნიშნო ამ ადამიანების ღვაწლი, რომლებიც სამწუხაროდ ჩვენთან ერთად აღარ არიან. მათ საფუძველი ჩაუყარეს ახალ ქართულ დიპლომატიას. ეს ხდებოდა რთულ დროს, ისეთ პერიოდში, როდესაც ძალიან ბევრი რამ ქვეყნის შიგნით არ იყო გადაწყვეტილი. ძალიან ბევრი პრობლემა, ფაქტობრივად, თბილისის ქუჩებში იყო  თავმოყრილი, მაგრამ ქართული სახელმწიფო ხედავდა თავის პრიორიტეტებს და ამ ადამიანებთან ერთად ახორციელებდა იმ უმნიშვნელოვანესი სამსახურის გაძლიერებას და განმტკიცებას, რომელიც რეალურად უზრუნველყოფდა ჩვენი სახელმწიფოს მომავალს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი დიპლომატების ოჯახის წევრებს დღეს პრეზიდენტის სასახლეში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტებთან შეხვედრისას გადასცა.

სტუდენტებთან შეხვედრა ქართული დიპლომატიის დღესთან დაკავშირებით გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics