|
2016-11-04 12:46:18, 1229 ნახვა
კომენტარი
ომბუდსმენი: მინიმალური ხელფასი - 20 ლარი სასაცილოა და შეიძლება ითქვას არაადეკვატურიც
„მინიმალური ხელფასი - 20 ლარი სასაცილოა და შეიძლება ითქვას არაადეკვატურიც“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მინიმალური ხელფასის პოლიტიკის შესაბამისობასთან დაკავშირებით კვლევის პრეზენტაციისას განაცხადა. როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, ამ მიმართულებით ცვლილებები აუცილებელია. ''ჩვენ სწორედ აქცენტს ვაკეთებთ საერთაშორისო ვალდებულებებზე. 20 ლარი მინიმალური ხელფასი სასაცილოა და შეიძლება ითქვას არაადეკვატურიც. 1999 წლის ოდენობა არ შეესაბამება დღევანდელ რეალობას. ამის გადახედვა არის მნიშვნელოვანი. ისევე როგორც საჯარო სექტორში 135 ლარი. საარსებო მინიმუმი უფრო მეტია და ცვლილებები აუცილებელია“, - განაცხადა ნანუაშვილმა. ცნობისთვის, სახალხო დამცველის აპარატმა და პროფკავშირების გაერთიანებამ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული ერთობლივი პროექტის ფარგლებში , საარსებო მინიმუმსა და მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით, ქვეყანაში არსებული რეგულაციები შეამოწმეს და ერთობლივი რეკომენდაციები შეიმუშავეს. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის მარტის მონაცემებით საქართველოში 100 ლარზე დაბალი ხელფასი აქვს 25 001 ადამიანს.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)