08:27 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-04 10:24:22, 605 ნახვა

საზოგადოება
კახა კახიშვილმა პრობაციის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ძალების ბაზის განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი უწყების სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარ სამმართველოს ეწვია და განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, მათ შორის, სპორტული დარბაზი და სასადილო, რომელიც გარემონტდა და თანამედროვედ მოეწყო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, კახა კახიშვილი ასევე  ადგილზე გაეცნო პირადი შემადგენლობის საცხოვრებელ პირობებს.

მინისტრის გადაწყვეტილებით, განახლდა უწყების სპეციალური  დანიშნულების ძალების ბაზის სპორტული დარბაზი, რომელიც ახალი ინვენტარით აღიჭურვა.

უწყების ინფორმაციით, მეოთხე თაობის ინვენტარი, რომლითაც სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ძალების პირადი შემადგენლობა ისარგებლებს, პროფესიონალურია და ხელს შეუწყობს ფიზიკური მომზადების დონის ამაღლებას.

„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს ბაზაზე, მინისტრ კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, განახლდა სპორტული დარბაზი და შემოტანილი იქნა ახალი, თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის სპორტული ინვენტარი. ეს ყველაფერი საშუალებას აძლევს პირად შემადგენლობას ხარისხიანად მოემზადონ, რათა სათანადოდ შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა“, - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს  სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა ფარნაოზ მოლოდინაშვილმა.

განახლებული სპორტული დარბაზი და ინვენტარი პირადი შემადგენლობისთვის, ინტენსიური მომზადების მიზნით, 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი. 

(NS)

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics