2016-11-03 17:20:04, 1810 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარის ღირებულება 2.4371 ლარი გახდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4371 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.4195 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0176 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.7027 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.6810 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0217 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან