08:27 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-03 16:39:28, 877 ნახვა

საზოგადოება
თიბისი ბანკი იუსტიციის სახლებში სიახლეს ნერგავს

იუსტიციის სახლებში მისულ მოქალაქეებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისების  საფასურის გადახდა განაცხადის მიმღებ ოპერატორთან საბანკო პლასტიკური ბარათით შეუძლიათ. 

სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს  იუსტიციის სახლს, საჯარო რეესტრსა და თიბისი ბანკს  შორის ხელი უკვე მოეწერა. 

ინიციატივის შედეგად, მომხმარებლისთვის სერვისების მიწოდება „ერთი ფანჯრის“ პრინციპით კიდევ უფრო გამარტივდა.

როგორც თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნინო მასურაშვილმა აღნიშნა, ახალი, ინოვაციური პროექტი მომხმარებელს საშუალებას აძლევს ადგილზევე გადაიხადონ საჯარო რეესტრის მომსახურების ხარჯი. 


"ამ სერვისით სარგებლობა  შეუძლია ნებისმიერი ტიპის (ვიზა, მასტერკარდი, ჩაინა უნიონ ფეი) საბანკო პლასტიკური ბარათის მფლობელს. ეს სერვისები ამ დროისთვის  მოქმედებს თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლებში, ხოლო სულ მალე, მთელ საქართველოს მოიცავს, რათა მომხმარებლებმა პროცესები მარტივად გაიარონ, დაზოგონ დრო  და თავი უფრო კომფორტულად იგრძნონ,“ - განაცხადა მასურაშვილმა. 

საჯარო რეესტრის სერვისების მიმართულებით მომუშავე თითოეული ოპერატორის სამუშაო მაგიდაზე  თიბისი ბანკის  პოსტერმინალია  განთავსებული, რაც მოქალაქეებისთვის მომსახურების მიღების პროცესს კიდევ უფრო სწრაფსა და კომფორტულს ხდის.  

140  პოსტერმინალი თბილისის იუსტიციის სახლს  თიბისი ბანკმა  გადასცა. სიახლის დანერგვისთვის საჭირო პროგრამული კომპონენტი კი საჯარო რეესტრმა უზრუნველყო.

მომსახურების საფასურის გადასახდელად მოქალაქეებს იუსტიციის სახლებში მდებარე ბანკის ფილიალებში მისვლა აღარ უწევთ. მათ შეუძლიათ, თანხა უშუალოდ ოპერატორებთან ნებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათით გადაიხადონ. 

მხარეებს შორის არსებული თანამშრომლობის საფუძველზე აღნიშნული მომსახურება ქვეყნის ყველა იუსტიციის სახლში უახლოეს თვეებში ამოქმედება. 

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics