|
2016-11-03 15:07:05, 771 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სახლებში საჯარო რეესტრის სერვისების საფასურის გადახდა პლასტიკური ბარათითაც გახდა შესაძლებელი
იუსტიციის სახლებში მისულ მოქალაქეებს დღეიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისების საფასურის გადახდა განაცხადის მიმღებ ოპერატორთან საბანკო პლასტიკური ბარათით შეუძლიათ. სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს იუსტიციის სახლს, საჯარო რეესტრსა და თიბისი ბანკს შორის ხელი დღეს მოეწერა. ინიციატივის შედეგად, მომხმარებლისთვის სერვისების მიწოდება „ერთი ფანჯრის“ პრინციპით კიდევ უფრო გამარტივდა. საჯარო რეესტრის სერვისების მიმართულებით მომუშავე თითოეული ოპერატორის სამუშაო მაგიდაზე თიბისი ბანკის პოსტერმინალია განთავსებული, რაც მოქალაქეებისთვის მომსახურების მიღების პროცესს კიდევ უფრო სწრაფსა და კომფორტულს ხდის. „ეს არის მომხმარებლის კომფორტზე ორიენტირებული ინოვაცია, რაც კიდევ უფრო უმარტივებს და უზოგავს მომხმარებელს დროს. ამ შემთხვევაში მას შეუძლია საბანკო ბარათით გადაიხადოს და დაასრულოს მომსახურების მიღება, უშუალოდ ოპერატორთან. ვფიქრობთ, რომ საკმაოდ მოსახერხებელია და ისევდაისევ მომხმარებლის კმაყოფილებისაკენ არის მიმართული“,-განაცხადა იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა. 140 პოსტერმინალი თბილისის იუსტიციის სახლს თიბისი ბანკმა გადასცა. სიახლის დანერგვისთვის საჭირო პროგრამული კომპონენტი კი საჯარო რეესტრმა უზრუნველყო. „ეს სერვისები დანერგილია როგორც თბილისის იუსტიციის სახლში, ასევე ქუთაისში და ბათუმში. სულ მალე იქნება მთელ საქართველოში. ყველას ექნება შესაძლებლობა ამ სერვისით ადგილზევე ისარგებლონ“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო მასურაშვილმა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისების მიმართულებით მომსახურების საფასურის გადახდა თბილისის, ქუთაისის და ბათუმის იუსტიციის სახლებში ნებისმიერი ტიპის (Visa Electron/Visa, MasterCard/Maestro და China Union Pay) საბანკო პლასტიკური ბარათითაა შესაძლებელი. მომსახურების საფასურის გადასახდელად მოქალაქეებს იუსტიციის სახლებში მდებარე ბანკის ფილიალებში მისვლა აღარ მოუწევთ. მათ შეუძლიათ, თანხა უშუალოდ ოპერატორებთან ნებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათით გადაიხადონ. წლის ბოლომდე იგეგმება აღნიშნული მომსახურების ამოქმედება მთელი საქართველოს მასშტაბით-ყველა იუსტიციის სახლში. (NS)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)