12:40 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-19 18:34:44, 438 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა ნატო-ში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობისა და მათი ჩართულობის მნიშვნელობას. 

საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს წევრებთან დავით ბაქრაძემ საქართველოს 2015 წლის წლიური ეროვნული პროგრამით გათვალისწინებული უმთავრესი პრიორიტეტებისა და მათი წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების მიმდინარეობაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ამოქმედების პროცესზე.

ცნობისთვის, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო 2005 წელს შეიქმნა. მრჩეველთა საბჭოს მუშაობაში არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების, მედიის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები მონაწილეობენ. საზოგადოებასთან აქტიური დიალოგის მიზნით შეხვედრები პერიოდულად იმართება, სადაც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პრიორიტეტული და სხვა აქტუალური საკითხები განიხილება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics