12:39 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-19 17:55:06, 504 ნახვა

პოლიტიკა
გივი თარგამაძე: შსს–მ თანამშრომელი ქვეყანაში კანონიერი ქურდის შემოსვლის ინფორმაციის გასაჯაროვებისთვის გაათავისუფლა

„საგულისხმოა, რომ შსს ათავისუფლებს დამსახურებულ თანამშრომელს კანონიერი ქურდის ქვეყანაში პოლიციის მაღალჩინოსანთა დახმარებით ფარულად შემოყვანის  შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების გამო“, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე შსს–ს მიერ საპატრულო პოლიციის თანამშრომელის რუსლან ბაზიაშვილის გათავისუფლებას.

მისივე შეფასებით, ბაზიაშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და საზოგადოებას ქვეყანაში შექმნილი საგანგაშო მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„რუსლან ბაზიაშვილი არის მაღალი დონის პროფესიონალი და პატრიოტი. მას დიდი წვლილი მიუძღვის ასლან აბაშიძის რეჟიმის დამარცხებაში, საქართველოში რუსული აგენტურის გამოაშკარავებაში. დღევანდელ რეალობაში ის შეებრძოლა აჭარასა და მთელ საქართველოში ქურდულ-პოლიციურ-სახელისუფლო სინდიკატის ჩამოყალიბებას. სიტუაციაში, როდესაც მთელი მისი ხელმძღვანელობა ჩართული იყო ამ დანაშაულებრივ ერთობაში, მან მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია საგანგაშო მდგომარეობის შესახებ. საგულისხმოა, რომ შსს ათავისუფლებს დამსახურებულ თანამშრომელს კანონიერი ქურდის ქვეყანაში პოლიციის მაღალჩინოსანთა დახმარებით ფარულად შემოყვანის  შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების გამო. შშს-მ ამით დაადასტურა, რომ ყველა ინფორმაცია უკანონო კვეთებთან დაკავშირებით კანონიერი ქურდებისა არის სიმართლე და ნაცვლად იმისა რომ გამოიძიონ და დასაჯონ კანონის დამრღვევები ებრძვიან იმ პოლიციელებს ვისთვისაც მუნდირი და პოლიციელის ღირსება რომ ებრძოლონ დანაშაულს არის უმთავრესი“, – აღნიშნა თარგამაძემ.

ცნობისთვის,  შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გივი თარგამაძესთან თანამშრომლობის გამო საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი გაათავისუფლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics