07:51 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-01 23:26:10, 763 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე: ჩემს თავს მთავრობაში უფრო ვხედავ

ჩემ თავს მთავრობაში უფრო ვხედავ, თუმცა განსაკუთრებული მოთხოვნა არ გამაჩნია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა კახა კალაძემ "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

კალაძემ მედიაში გავრცელებული ინფორმაციების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის არც პრეზიდენტის თანამდებობაზე განიხილავს თავს და არც შს მინისტრად. კალაძე ამბობს, რომ ეს ინფორმაციები ჭორია. 

"ზოგადად ვინ რომელ სამინისტროს ჩაიბარებს, იქნება კონსულტაციები და გახდება ცნობილი. ჩემ თავს მთავრობაში უფრო ვხედავ, თუმცა განსაკუთრებული მოთხოვნა არ გამაჩნია. სადაც გუნდს და ქვეყანას დავჭირდები, მზად ვარ, იქ ვიყო და მაქსიმალური გავაკეთო. შს მინისტრის თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურის განხილვა გამორიცხულია, ეს არის ჭორი. არც პრეზიდენტის თანამდებობაზე, მით უმეტეს, რომ იქამდე შორია," - აცხადებს კალაძე. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics