06:28 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-01 19:18:56, 850 ნახვა

საზოგადოება
სოციალური მომსახურების სააგენტო გავაზში მცხოვრებ ალბერტ სეფიაშვილს დასაქმებას კიდევ ერთხელ შესთავაზებს

სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეო მასალამ, ყვარლის რაიონის სოფელ გაზავში მცხოვრები სეფიაშვილების ოჯახის შესახებ საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ექსპრესნიუსმა" სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა. 

როგორც "ექსპრესნიუსს" სოციალური მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, სოციალურად დაუცველთა ბაზაში ოჯახი რამდენჯერმეა გადამოწმებული, მაგრამ 2015 წლიდან მაღალი სარეიტინგო ქულის გამო აღარ არის საარსებო შემწეობის მიმღები. 

"ოჯახში მყოფი მოხუცი ნაზი სეფიაშვილი იღებს ასაკის პენსიას 180 ლარს და აქვს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიზნობრივი- საპენსიო პაკეტი. ოჯახის მეორე წევრი- ალბერტ სეფიაშვილი- შრომისუნარიანი პირია, დეკლარაციის მიხედვით, მას ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა არ აღენიშნება. გამომდინარე იქიდან, რომ ალბერტ სეფიაშვილი შრომისუნარიანია, მას სააგენტოს მხრიდან რამდენჯერმე შესთავაზეს დასაქმება, თუმცა მან დასაქმებისადმი ინტერესი არ გამოხატა. ამის მიუხედავად, ალბერტ სეფიაშვილს კიდევ ერთხელ შესთავაზებენ დასაქმებას , რათა ოჯახს გაუჩნდეს დამატებითი შემოსავალი", - აცხადებენ სოციალური მომსახურების სააგენტოში. 

როგორც ისინი განმარტავენ, ამ ღონისძიებების შემდეგ, თუკი ოჯახი ვერ შეძლებს მოხუცი ქალბატონისათვის ნორმალური პიროებების უზრუნველყოფას, სახელმწიფო ქალბატონ ნაზის შესთავაზებს სახელმწიფო სერვისში გადაყვანას, სადაც მას 24 საათიანი მოვლა- მზრუნველობა, კვება და სამედიცინო მომსახურება ექნება.

​"აღსანიშნავია, რომ ოჯახს გააჩნია საკმაოდ მოზრდილი ფართის სახლი, მიწის ნაკვეთი- რომელიც პოტენციურად შემოსავლის მომტანია და ამასთან ერთად, ალბერტ სეფიაშვილს აქვს არარეგულარული შემოსავალი. ოჯახის ორივე წევრს ჰყავს თითო, გარეთ მცხოვრები შვილი, რომლებიც ასევე მათ დამხმარეებად ითვლებიან. სოციალური მომსახურების სააგენტო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად დამატებით შეისწავლის ოჯახის საჭიროებებს და უახლოეს დღეებში დაეხმარება ყველა საჭირო პროდუქტით", - აღნიშნავენ სააგენტოში.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics