|
2016-11-01 16:18:30, 702 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: ჩემს გარშემო რაიმე ახალი გაერთიანების შექმნას არ ვაპირებ
არ ვარ არც ადამიანურად, არც პოლიტიკურად მაზოხისტი, რომ ივანიშვილის მიერ შექმნილი ოპოზიცია გავხდე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა "ინგა გრიგოლიას დღის ამბების" ეთერში განაცხადა. უსუფაშვილის თქმით, ხედვა იმის თაობაზე, რომ ამა თუ იმ ლიდერის გარშემო შეიკრიბონ ვიღაცები, არასწორია. „მე არ ვაპირებ, შევქმნა რაიმე ახალი გაერთიანება ჩემს გარშემო. თუ ასეთი იქნება, ეს იქნება ახალი საძმო. ხედვა იმის თაობაზე, რომ ამა თუ იმ ლიდერის გარშემო შევკრიბოთ ვიღაცები, ეს არის არასწორი. მე უსუფაშვილმა დავიწყო იმის გასინჯვა, ვინ არის ჩემს გვერდში და უკან დამდგომი, მაშინ ვერსადაც ვერ მივალთ. ჩემი აზრით, ხალხი უნდა გაჩნდეს, რომელმაც თავის ლიდერი უნდა გამოავლინოს, წინ გვაქვს პოლიტიკური ეტაპები. 2020 წელი არის ხელისუფლების შეცვლის ეტაპები. ერთი წლის თავზე გვაქვს ადგილობრივი არჩევნები აქ არის 70-ზე მეტი გამგებელი და მერია ასარჩევი. კიდევ ერთი წლის თავზე, ანუ დღეიდან 2 წლის თავზე არის კიდევ საპრეზიდენტო არჩევნები, მერე საპარლამენტო არჩევნები, პარტიას უნდა წარუძღვეს ლიდერი, რომელიც მერე პრემიერი იქნება. ახლა მე უსუფაშვილმა ვთქვა, რომ ხალხო მე ერთ წელიწადში მერობის კანდიდატობას ვაპირებ, ორ წელიწადში პრეზიდენტობას, მერე პრემიერობის, არ იქნება და აბა მითხარით ვინ ხართ მზად რომ დამიდგეთ გვერდში, არ არის სერიოზული“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ახალი ოპოზიციური ძალის შექმნასა და დაფინანსებას, უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ამას არ გამორიცხავს. „მე არათუ გამოვრიცხავ, თითქმის მჯერა, რომ მას ასეთი სურვილი აქვს, ოღონდ აქ არ ჩერდება მისი სურვილები. აი, აქ რომ ოპოზიციას შექმნის, იმას კიდევ შეუქმნას ოპოზიცია და კიდევ იმის იქით. ბიძინა ივანიშვილს აქვს ფართო გაქანება, მან ეს დაამტკიცა თავისი მოქმედებებით, სხვადასხვა სფეროში. მე ბიძინა ივანიშვილის გეგმის მიხედვით პოლიტიკური ცხოვრება რომ დამენახა ჩემს წინ, მაშინ ამას რაღაც მარტივი ფორმით მოვახერხებდი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. კითხვაზე, ხომ არ იგულისხმება ამ პასუხში პარლამენტის თავმჯდომარეობის შეთავაზებაზე დათანხმება, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ამას გულისხმობს. თუმცა მისივე თქმით, "არ ვარ არც ადამიანურად, არც პოლიტიკურად მაზოხისტი, რომ ასეთი ჩახლართული ამბებით მევლო და ახლა მივიდე იქ, რომ ივანიშვილის მიერ შექმნილი ოპოზიცია გავხდე“. კითხვაზე აპირებს თუ არა გიორგი მარგველაშვილთან თანამშრომლობას, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი, მისი როლი და ფუნქცია სახელმწიფო სისტემაში არის პოლიტიკური ნეიტრალობა. „უნდა ვიყო ამ ქვეყნის დამაქცევარი, ანუ არასწორად მოაზროვნე, რომ მე მარგველაშვილს შევთავაზო, პარტია შევქმნათ და შენ ამ თამაშში ჩაებითქო“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)