|
2016-11-01 15:50:26, 1492 ნახვა
ეკონომიკა
„სმარტი“ სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ექსპერტთან ერთად ხორცპროდუქტების ხარისხის ცნობადობის კამპანიას იწებს
„სმარტი“ სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ექსპერტთან, მატი ლამპთან ერთად ხორცპროდუქტების ხარისხის ცნობადობის კამპანიას იწებს და ერთგულ მომხმარებელს, არამხოლოდ „სმარტის“ ხარისხის კონტროლის პროცედურებს გააცნობს, არამედ მათ კონსულტაციებს გაუწევს როგორ შეარჩიონ ხარისხიანი, ჯანსაღი ხორცი და როგორ მოამზადონ ის გემოვნური და სასარგებლო თვისებების დაკარგვის გარეშე. „ჩვენი ოჯახი, ჩვენი შვილები, ჩვენი უმთავრესი ფასეულობაა. მათი ჯანსაღი კვება კი მათი ჯანსაღი მომავლის გარანტი. ხორცპროდუქტები ჩვენი რაციონის განუყრელი ნაწილია და ალბათ ხშირად გიკითხავთ სად შეიძინოთ ყოველდღიურად ახალი, ნამდვილი ქართული ხორცი? პასუხი მარტივია - სუპერმარკეტ „სმარტში“. „სმარტში“ ახალი ხორცი სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოწმდება და დახლზე ხარისხის კონტროლის უმკაცრესი წესების დაცვით ხვდება“, - აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე. . „სმარტში“ ყოველდღიურად ახალი ქართული, ნედლი ხორცის რეალიზაცია ხდება და დახლზე მოხვედრამდე ხარისხის კონტროლის მკაცრ, მრავალსაფეხურიან ეტაპს გადის. უკვე პროდუქტის მიღების შემდეგ "სმარტის" ვეტერინარული სამსახური სპეციალურ მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში ახდენს კიდევ ერთ დამატებით შემოწმებას დაავადებებზე და მხოლოდ მას შემდეგ გადის პროდუქტი გასაყიდად. „სმარტს“ საკუთარი მიკრობიოლოგიური ლაბორატორია აქვს. დამატებით "სმარტში" ხორცის ეტიკეტირება ხდება, სადაც ყიდვისას მითითებულია ხორცის რეალიზაციის დრო. „„სმარტმა“ მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა ხარისხის კონტროლის სისტემის სრულყოფისათვის. საკუთარი მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის შექმნა „სმარტს“ შესაძლებლობას აძლევს მუდმივად განახორციელოს პროდუქტისა და პროცესების ანალიზი და ყველა ბიოლოგიური ინდიკატორის ტესტირების საფუძველზე უზრუნველყოს საკვები პროდუქტების უსაფრთხოება და მუდმივად შეინარჩუნოს წარმოებული პროდუქტების მაღალი ხარისხი, ცნობადობის ამაღლებსი კამპანიის ფარგლებში კი საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება გაეცნოს ხარისხიანი ხორცის შერჩევის მახასიათებლებს და მის მომზადების წესებს გემოვნური და სასარგებლო თვისებების შენარჩუნებით“, აცხადებს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ექსპერტი მატი ლამპი. „ვისოლ ჯგუფმა“ სუპერმარკეტების ქსელის „სმარტის“ განვითარება 2010 წელს დაიწყო.
(R)
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)