06:28 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-01 14:42:00, 616 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქში საშემოდგომო რგვები გრძელდება

დედაქალაქში საშემოდგომო რგვები გრძელდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჩუღურეთის რაიონში,  120-მდე  აკაცია და ჭადარი ირგვება.

მათივე ცნობით, ხეები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ჩუღურეთის გამგებელ ზურაბ ჩიკვილაძესთან და ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის მოადგილე ნუგზარ კახნიაურთან ერთად დარგო.

გამწვანების ღონისძიების ფარგლებში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, თავდაცვის სამინისტროს მიმდებარედ 18 ძირი ჭადარი დაირგო.

ხე-მცენარეების სიმაღლე 4 მეტრამდეა. შემოდგომაზე, დედაქალაქში, 200 ძირი ჭადარი დაირგვება. ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობას, 4 წლის განმავლობაში, კონტრაქტორი კომპანია „გამწვანება 2016“ უზრუნველყოფს.

100-ზე მეტი აკაცია ირგვება წინამძღვრიშვილისა და ნინოშვილის ქუჩებზე.  ხე-მცენარეების სიმაღლე 2,5-დან 3 მეტრამდეა.

გამწვანების სეზონური ღონისძიებების ფარგლებში,  თბილისში სხვადასხვა ადგილზე, სულ 500 ძირი აკაცია დაირგვება. ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანია „მაგნოლია“, 4 წლის განმავლობაში, უზრუნველყოფს.

დავით ნარმანიას თქმით, საშემოდგომო რგვები მიმდინარე წლის დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

„გამწვანების სეზონური ღონისძიებები აქტიურ ფაზაში შევიდა. მტკვრის ორივე სანაპიროზე მიმდინარეობს გამხმარი ხეების ჩანაცვლება, ახლადდარგული ჭადრებით ხეივანი მთლიანად შეივსება. რაც შეეხება წინამძღვრიშვილის ქუჩას, აქ ცოტა ხნის წინ დავასრულეთ საგზაო სამუშაოები და აკაციების დარგვაც გათვალისწინებული გვქონდა. აკაციები ირგვება ნინოშვილის ქუჩაზეც. საშემოდგომო რგვების ფარგლებში, თბილისის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში უკვე დარგულია რამდენიმე ათასი ხე-მცენარე. მიმდინარე გამწვანების სეზონური ღონისძიებები, მნიშვნელოვანია როგორც ეკოლოგიური, ასევე, დეკორატიული თვალსაზრისით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

საშემოდგომო რგვების ფარგლებში, თბილისის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში 80 000 ხე - მცენარე დაირგვება.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics