21:09 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-01 13:40:33, 1411 ნახვა

ეკონომიკა
ინოვაციებისა სააგენტომ USAID-ის პროექტ ZRDA- ს ფარგლებში რეგიონული ინოვაციების დღეების ორგანიზება დაიწყო

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ USAID-ის პროექტ ZRDA- ს ფარგლებში რეგიონული ინოვაციების დღეების ორგანიზება დაიწყო.

 ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, რეგიონალური ინოვაციების დღეები მთელს საქართველოში ჩატარდება. 

მათივე ინფორმაციით, პირველი ღონისძიება  ზუგდიდის ტექნოპარკში  გაიმართება (ლაღიძის #1), რასაც მოსდევს ინოვაციების დღეების ციკლი ბოლნისსა და გორში.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ადგილობრივ მოსახლეობას, ახალგაზრდებს, მეცნიერებსა და მეწარმეებს, გააცნობს სახელმწიფოს ხედვას ინოვაციების განვითარების კუთხით და წარადგენს საკუთარ პროგრამებს, პროექტებსა და სერვისებს. 

ვიზიტის ფარგლებში  ზუგდიდის ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და USAID - ის პროექტ ZRDA- ს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც მოიცავს 3 წლიან თანამშრომლობას რეგიონებში ინოვაციებისა და საერთო სამეწარმეო გარემოს განვითარებისთვის. 

თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება  საინფორმაციო დღეებისა და ტრენინგების ორგანიზება რეგიონებში,  ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურება ინოვაციებისა და სტარტაპებისათვის ფინანსებთან წვდომის გასაუბჯობესებლად და  დასაქმების ფორუმების ორგანიზება. 

რეგიონებში საინფორმაციო ინოვაციური დღეების მიზანია,  ცნობადობის ამაღლება, სტარტაპებისა და საერთო სამეწარმეო ბიზნეს გარემოს შექმნა და ახალგაზრდა დამწყები ბიზნესმენების წახალისება ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის. 

რეგიონებში საინფორმაციო ინოვაციური დღეები ხელს შეუწყობს ადგილობრივ მოსახლეობას, მიიღონ ცოდნა როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისე მეწარმეობის მიმართულებით.

მნიშვნელოვანია ადგილობრივმა დამწყებმა ბიზნესმენებმა იცოდნენ, თუ როგორ უნდა შექმნან სტარტაპები, რა ეტაპები უნდა გაიარონ იმისთვის, რომ კომპანიად ჩამოყალიბდნენ და წარმატებას მიაღწიონ. 

შეხვედრების და ტრენინგების ციკლი ხელს შეუწყობს რეგიონში  საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და რეგიონის ტექნოლოგიურ და ბიზნეს მიმართულებით განვითარებას. 

 მსგავსი სახის ღონისძიების ჩატარების საბოლოო მიზანი ქვეყანაში საერთო სამეწარმეო გარემოს შექმნა და ახალგაზრდა, დამწყები ბიზნესმენების წახალისებაა ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის.

პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგების საშუალებით რეგიონებში ადგილობრივ მოსახლეობას შეეძლება მიიღოს ცონდა თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე, სფეროს განვითარებასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ახალი ბიზნეს იდეების განხორციელებას, მათ სწორ ფორმირებას, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენასა და მომავლის პროფესიების ჩამოყალიბებას.

რეგიონის განვითარება კი ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს საწყისს წარმოადგენს, რაშიც ყველაზე დიდ სარგებელს ეკონომიკური ბაზარი იღებს. რეგიონების სწრაფი პროგრესი ქვეყნის წინვლის მამოტივირებელი ძალაა. 

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics