06:06 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-01 13:25:27, 919 ნახვა

პოლიტიკა
ბერძენიშვილი: ხმალაძისა და უსუფაშვილის წასვლა პარტიისთვის დამაზიანებელია -უსუფაშვილთან გაყრაზე არასოდეს მიფიქრია

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ვახტანგ ხმალაძისა და დავით უსუფაშვილის მიერ  პარტიის დატოვება, დამაზიანებელია. როგორც ბერძენიშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ხმალაძისა და უსუფაშვილის  მაგივრად არ სურს, მათი გუნდიდან წასვლის მიზეზებზე ისაუბროს.

„ვის რა ესიზმრება და ვინ რას ფიქრობს,  არვიცი, რაც მას არ უთქვამს, მე როგორ ვთქვა.დამაზიანებლი არის, რა თქმა უნდა,  ესენი არიან  ძალიან სერიოზული მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურები,  რომელთა წასვლა დააზინებდა, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ძალას, მაგრამ  საქართველო რომ დაზიანდა, როცა ისინი პარლამენტში არ შეიყვანა, იმაზე მეტი ზიანი არ მიუღია „რესპუბლიკურ პარტიას“. მათ მაგივრად  ხომ ვერ ვილაპარაკებ. მე კი ვიცი რაშია საქმე. ჩვენ როცა მოგვინდება თქმა ვიტყვით. კარგის არაფრის თქმას ვაპირებ და ამიტომ სჯობს, მათ ილაპარაკონ, რა აზრი აქვთ. ისინი მიდიან, ჩვენ ხომ არა?! ჩვენ ადგილზე ვართ. ჩემთვის მოულოდნელი იყო. უსუფაშვილთან გაყრაზე არასოდეს მიფიქრია. ზოგიერთმა იმიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ უსუფაშვილს გაყვნენ, ზოგიერთს სხვა რამე აქვთ სათქმელი“,-აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

კითხვაზე-კიდევ ვინ აპირებს პარტიის დატოვებას, ლევან ბერძენიშვილმა ასე უპასუხა:

„მე, ლევან ბერძენიშვილი, ჩემი ძმა დავით ბერძენიშვილი ვართ „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებლები, პარტიის  თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, პარტიის მდივანი  თამარ ხიდაშელი, პარტიის მდივანი თამარ კორძაია, საკრებულოში ჩვენი აქტიური წარმომადგენელი დავით ზურაბიშვილი ნამდვილად ვართ და ვმუშაობთ პარტიაში. დანარჩენზე რა გითხრათ“,-განუცხადა ლევან ბერძენიშვილმა „ექსპრესნიუსსს“.

ვახტანგ ხმალაძემ დავით უსუფაშვილის მსგავსად, „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვების მიზეზად გუნდში რიგ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics