12:39 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-19 17:25:17, 450 ნახვა

პოლიტიკა
ჯეიმს აპატურაი: საფრანგეთის მოსაზრებას აქვს ისეთივე მნიშვნელობა, როგორც ალიანსის 28 წევრი ქვეყნის მოსაზრებას

"საფრანგეთის მოსაზრებას აქვს ისეთივე მნიშვნელობა, როგორც ალიანსის 28 წევრი ქვეყნის მოსაზრებას, ანუ არც მეტად, არც ნაკლებად",-ასე შეაფასა ნატო–ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის განცხადება, რომლის თანახმადაც ნატო-ში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს უარი უნდა ეთქვათ.
როგორც აპატურაიმ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ექსკლუზიურ  ინტერვიუში აღნიშნა, ბუქარესტის გადაწყვეტილება ძალაშია და არც ერთ წევრ სახელმწიფოს არც საჯაროდ და არც დახურულ ფორმატში  არ უთქვამს, რომ ნატო აღებულ ვალდებულებებზე და ბუქარესტის გადაწყვტილებაზე უარს ამბობს. 
მისივე თქმით, მთავარი  მიზანი ახლა საქართველო- ნატოს არსებითი პაკეტის შესრულებაა.
"ფრანსუა ოლანდმა თქვა, რომ ახალი წევრების მიღება არ არის ახლა დღის წესრიგში. წელს ნატოს სამიტის ჩატარება დაგეგმილი არ აქვს.რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ არსებითი პაკეტის შესრულებაზე ვართ ფოკუსირებული. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ბუქარესტის გადაწყვეტილება ძალაშია და არც ერთ წევრ სახელმწიფოს არ უთქვამს არც საჯაროდ და არც დახურულ ფორმატში  და კერძო საუბარში, რომ ნატო აღებულ ვალდებულებებზე და ბუქარესტის გადაწყვტილებაზე უარს ამბობს.მთავარია ახლა არსებითი პაკეტის შესრულება.მომავალ წელს არის ვარშავაში სამიტი დაგეგმილი. ვნახოთ. რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.  რათქმა უნდა, საფრანგეთის მოსაზრებას აქვს ისეთივე მნიშვნელობა, როგორც ალიანსის 28 წევრი ქვეყნის მოსაზრებას. ანუ არც მეტად და არც ნაკლებად. ასე მუშაობს ნატო და კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი მიზანია ახლა არსებითი პაკეტის შესრულება. ამას ხედავს საქართველო და მინდა დაგარწმუნოთ, რომ წინ მივდივართ",-განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ნატო-ს გენერალურ მდივან  იენს სტოლტენბერგთან ერთად  გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ  ნატო-ში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს უარი უნდა უთხრან.
 როგორც ოლანდმა აღნიშნა, ამ ეტაპზე ნატო-ს გაფართოება აქტუალური არ არის. „ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, საფრანგეთი მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ქვეყნებს, რომლებსაც შესაძლოა ნატო-ში გაწევრიანება სურთ, უარი უნდა ვუთხრათ წევრობაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპზე ნატო-ს გაფართოება აქტუალური არ არის“, - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics