|
2016-10-31 16:47:30, 793 ნახვა
საზოგადოება
ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“ ნაყინის დესერტებს „თოლიას“ ნაყინით მოამზადებს
ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“ „თოლიასთან“ თანამშრომლობას იწყებს და ამიერიდან ვენდის რესტორნები მომხმარებლებს ვენდის რეცეფტით „თოლიას“ მიერ დამზადებულ ნაყინს შესთავაზებენ. შეთანხმება „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას, მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის, ყოველდღიურად ახალი, უგემრიელესი ნაყინისა და ნაყინის დესერტების შეთავაზებას ისახავს მიზნად. „ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში იმპორტი სრულად ჩაანაცვლა ქართული პროდუქტებით. ამ გზით ვენდი საქართველოში ამკვიდრებს სრულიად უნიკალურ კულტურას-მხოლოდ ქართული, სრულიად უსაფრთხო, ყოველდღიურად ახალი, უმაღლესი ხარისხის კერძები რესტორნებში. „ვენდის“ რესტორნებს სხვა მომხმარებლებთან ერთად, ჩვენი შვილები სტუმრობენ და ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ქართული, ყოველდღიურად ახალი ინგრედიენტების გამოყენებით დამზადებული, უსაფრთხო და უმაღლესი ხარისხის კერძების შეთავაზება ჩვენი სტუმრებისთვის. ამაზე დიდი მიზანი „ვენდის“ არ ჰქონდა და ვერც ვერასოდეს ექნებოდა“,-განაცხადა „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ. მიღწეული თანამშრომლობის შედეგად, „ვენდის“ ამერიკული რესტორნები გემრიელი დესერტების მოყვარულებს „თოლიას“ ნაყინით მომზადებულ 15-ზე მეტ სხვადასხვა პროდუქტს- კერძოდ კი ვანილის ნაყინს შოკოლადის, კარამელის, მარწყვისა და ემ ენდ ემსის და ორეოს დანამატებით, მარწყვისა და ბანანის ფრაპეს, შოკოლადის, კარამელისა და მარწყვის შეიკებს და სხვა დესერტებს შესთავაზებს. „ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა“ 2013 წელს დაიწყო და დღეს „ვენდის“ რესტორნები თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, სამების ტაძრის გვერდით, საბურთალოზე, ცინცაძის ქუჩა #37-ში, 26 მაისის მოედანსა და აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, გლდანში, კახეთის გზატკეცილზე სავაჭრო კომპლექს „ესთ ფოინტსა“ და გორში მდებარეობს. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში 2015 წლის დეკემბრიდან ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ და „დანკინ დონატსმა“ იმპორტის უდიდესი წილი ქართული პროდუქტებით უკვე ჩაანაცვლა და „სმარტთან“, „მარშესთან“, „პურის სამყაროსთან“, მილკოსა“ და „ბადაგთან“ თანამშრომლობით, ერთგულ მომხმარებელს ქართული პროდუქტებით დამზადებულ ყოველდღიურად ახალ, უსაფრთხო, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს. (NS)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)