15:51 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-31 15:58:47, 1392 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ალექსანდრე ჯეჯელავა: იქნებ ამიხსნათ, რატომ უნდა იცოდეს ბავშვმა ქართული ნაწარმოებიდან საზეპიროები?

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, განათლების სისტემის უმთავრესი პრობლემა „უინტერესო სკოლის“ არსებობაა.

როგორც მინისტრმა ტექნიკურ უნივერსიტეტში, საჯარო ლექციაზე განაცხადა, მისი მიზანია სკოლა გაცილებით უფრო საინტერესო გახდეს, ვიდრე ის დღესაა „და 2 წელიწადში ეს ასეც იქნება“.

ჯეჯელავას თქმით, მასწავლებლის როლი – სწორად და საინტერესოდ მიაწოდოს მოსწვალეს განათლება, უმნიშვნელოვანესია, თუმცა თავად საკითხის შინაარსი ბევრად მნიშვნელოვანია.

„ჩემი აზრით, სკოლა უნდა გავხადოთ უფრო საინტერესო და ეს ჩემი მიზანიცაა. არსებობს მოსაზრება, რომ განათლება მასწავლებელმა სწორად უნდა მიაწოდოს მოსწავლეს, მაგრამ აქ მხოლოდ მასწავლებელი არაა მნიშვნელოვანი. თუკი რაიმეს კონტენტი, შინაარსი არ გაინტერესებს, ამას იძულებით ვერ მოისმენ და ვერც ისწავლი. ცხადია, მასწავლებელი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თუკი კონტენტი არ ვარგა, მასწავლებელს შანსი არ აქვს. ჩვენ კი უკვე მივედით იმ ადგილას, რომ კონტენტი რეალობას აბსოლუტურად აცდენილია. მაგალითად, იქნებ ამიხსნათ რატომ უნდა იცოდეს და ისწავლოს ბავშვმა  ქართული ნაწარმოებიდან საზეპიროები ? – რა თქმა უნდა, ვერ ამიხსნით, რადგან ამის ახსნა არ არსებობს. სინამდვილეში კი საზეპიროებს მეხსიერების განვითარებისთვის ასწავლიან, ვინაიდან უწინ, ინტერნეტამდე, მეხსიერება იყო და შესაბამისად, ეს საჭიროც იყო. ახლა კი აღარ სჭირდებათ, მაგრამ ინერციით, ასევ ვთქვათ „რაზგონით“ მაინც უვითარებენ. ბავშვი რომ გეკითხება „რატომ უხეთქნა, ვარსქენმა ასტამი შუშანიკს?“ – შენ ვერ აუხსნი, შანსი არაა. ამიტომ კონტენტი არის უმნიშვნელოვანესი და თუ ის ვერ მოვარჩინეთ, მასწავლებელიც ავტომატურად შარშია“, - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics