2016-10-31 14:46:01, 713 ნახვა
საზოგადოება
ვარკეთილში აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
ვარკეთილში აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ ინგოროყვას კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, დაშავებული ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
„პაცინეტს ჩაუტარდა პირველადი დახმარება. იგი ამ დროისთვის იმყოფება რეანიმაციაში. მდგომარეობა მძიმეა“, - განაცხადეს კლინიკის პრესსამსახურში.
დაშავებულს სავარაუადოდ, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანენ.
შეგახსენებთ, ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩაზე მდებარე ავტოფარეხში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად მიმდებარე კორპუსებიც დაზიანდა, ჩაიმსხვრა მინები. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვა გახდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან