12:39 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-19 16:45:07, 448 ნახვა

პოლიტიკა
ბულგარეთი მოსკოვს და ცხინვალს შორის გაფორმებულ ე.წ ხელშეკრულებაზე შეშფოთებას გამოთქვამს

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთსა და სამხერთ ოსეთს შორის გაფორმებულ ე.წ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. 

როგორც  ბულგარეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ხელშეკრულება საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს არღვევს. 
„2015 წ. 18 მარტს ქ. მოსკოვში, რუსეთის ფედერაციისა და თვითგამოცხადებული „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას“ შორის ხელმოწერილი ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ 
ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ბულგარეთი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში და რეგიონში კონფლიქტების მოგვარების პროცესის განვითარების თაობაზე. 
აღნიშნული დოკუმენტი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებას და ისევე როგორც 2014 წელს ნოემბერში აფხაზეთთან ხელმოწერილ ანალოგიურ დოკუმენტს, არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია. 
ბულგარეთი არ ცნობს საქართველოს გამოყოფილ რეგიონებს - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს და სრულად მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics