|
2016-10-31 11:31:10, 697 ნახვა
პოლიტიკა
წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდში, ხარაგაულსა და ბოლნისში გამგებლის არჩევნების მეორე ტურში„ოცნების“ კანდიდატები იმარჯვებენ
30 ოქტომბერს, ახალციხეში მერის, ზუგდიდში, ხარაგაულსა და ბოლნისში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურები გაიმართა, ხოლო ლაგოდეხსა და სენაკში- საკრებულოს შუალედური არჩევნები. ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ. კერძოდ, ახალციხეში თვითთმართველი ქალაქის მერის არჩევნებში ყველა უბნის მონაცმეებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ირაკლი ერეკლიშვილმა ხმების 36.78% მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ვლადიმერ ზედგინიძემ- 63.22% ზუგდიდში, 67-ე საარჩევნო ოლქის 21 უბნის წინასწარი შედეგებით, „ ოცნების“ კანდიდატი ლაშა გოგია ლიდერობს. მან ხმების 72,61% მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ბესიკ გაბუნიამ-27,39% დააგროვა. დასათვლელია 44 უბნის მონაცემები. ხარაგაულის 48-ე საარჩევნო ოლქის ყველა უბნის წინასწარი მონაცემების მიხედვით, „ ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა თამაზ ლომიძემ ხმების 23,8% აიღო, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა ნიკოლოზ თოფურიძემ -76,2%. ბოლნისში, ყველა-62 უბნის მიხდვით, წინასწარი შედეგებით, თვითმმართველი თემის გამგებლის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ტრისტან ბერიძემ ხმების 4.74% მოაგროვა, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა დავით შერაზადიშვილმა-95.26% რაც შეეხება საკრებულოს შუალედურ არჩევნებს, ლაგოდეხის მაჟორიტარული ოლქის მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ვაჟა კობერიძემ 54.8%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი მოსეშვილმა კი-28.53% მიიღო. პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“ კანდიდატმა ჯემალ მაჭარაშვილმა 16.67% აიღო. სენაკის მაჟორიტარული ოლქის ყველა-2 უბნის მონაცემების მიხედვით-„ქართული ოცნების“ კანდიდატი ზაზა ლაშქარავა-65.71%-ით ლიდერობს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ვასო ჯანაშიამ კი ხმების 34.29% დააგროვა. არჩევნების მეორე ტური საერთო ჯამში 2 229 საარჩევნო უბანზე ჩატარდა. http://cesko.ge/res/docs/results-sak.pdf
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)