02:09 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-19 16:44:45, 654 ნახვა

ეკონომიკა
„სმარტმა“ ახალი საიმიჯო კამპანია და დასაქმების ინოვაციური პროექტი დაიწყო

სუპერმარკეტების ქსელ „სმარტმა“  ახალი საიმიჯო კამპანია დაიწყო და სამუშაოების მაძიებლებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და დასაქმების ინოვაციური საშუალება მისცა.
11 სერიისგან შემდგარი ვიდეო რგოლები „სმარტის“ თანამშრომლების განსაკუთრებულ უნარებსა და შესაძლებლობებზე ამახვილებს ყურადღებას და „სმარტში“ დასაქმების მსურველებს  შესაძლებლობას აძლევს საკუთარი თავი გააიგივონ მათთვის საინტერესო პროფესიის პერსონაჟთან, შესაბამისი ვაკანსია შეავსონ „სმარტის“ ფეისბუქ  გვერდზე და დასაქმდნენ.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას „ვისოლ ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა და დამფუძნებელმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა, „სმარტის“ არსებობის მანძილზე ეს არის პირველი საიმიჯო კამპანია, რომელიც დღეს გაიმართა.
„გმირები თითოეულ კლიპში არიან ჩვენი თანამშრომლები. ჩვენმა თანამშრომლებმა, რომლებიც ერთ დიდ ოჯახში წევრიანდებიან „სმარტის“ სახით ყველაზე კარგად იციან რა არის მთავარი ღირებულება „სმარტის“, ეს არის ხარისხი. „სმარტი“ გამორჩეულია  ბაზარზე თავისი ინოვაციური გადაწყვეტილებებით, თანამედროვე სტანდარტებზე  დაფუძნებულ საცალო ვაჭრობის კულტურის დანერგვით და ხარისხზე მუდმივი ორიენტაციით.“სმარტისთვის“ ხარისხი სხვადასხვა დეტალებისგან შედგება. ესაა წარმოების ხარისხი, ასორტიმეტის მართვის ხარისხი, სურსათის უვნებლობა, მომსახურება, მეგობრული პერსონალი, ექსკლუზიური ბრენდები, ყოველდღიურად ახალი  ნატურალური პროდუქცია და სხვა დეტალები. ამ დეტალების ერთობლიობა ჰქმნის  „ხარისხს დეტალებში“, რომელიც  „სმარტის“ ახალ სლოგანად  და მარკეტინგულ კონცეფციად იქცა. კონცეფციის შესაბამისად დაგეგმილ ინტეგრირებულ მარკეტინგულ კომუნიკაციებში „სმარტის“ თანამშრომლები მონაწილეობენ. სწორედ ისინი ქმნის კომპანიის „ხარისხს დეტალებში“ და ვისთანაც თავი უნდა გააიგივონ „სმარტის“ პოტენციურმა გუნდის წევრებმა, რომ მათთან ერთად გააგრძელოს წარმატების ისტორიის შექმნა“,- დასძინა სოსო ფხაკაძემ.
„სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის“ სუპერმარკეტები დღსდღობით წარმატებით ფუნქციონირებს თბილისში, აღმაშენებლის ხეივანის მე-13 კილომეტრზე, რუსთაველი გამზირზე, ვაკეში, საბურთალოზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, ბათუმში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, გორში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.
წლის ბოლომდე "სმარტი" სამი სუპერმარკეტის გახსნას და 500-მდე ადამიანის დასაქმებას გეგმავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics