01:48 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-30 18:50:28, 611 ნახვა

პოლიტიკა
ამ დროისთვის, საოლქო-საარჩევნო კომისიებში საერთო ჯამში 87 საჩივარია შესული

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საოლქო-საარჩევნო კომისიებში  საერთო ჯამში  87 საჩივარი შევიდა.

ცესკო-ს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, საჩივრების გარკვეული რ აოდენობა დაწერილია საუბნო-საარჩევნო კომისიების მიერ და  მათი შინაარსი იდენტურია. საჩივრები ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს ეხება.

„დღეს საარჩევნო ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია მთაწმინდის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის უბნებზე მარკირებული ამომრჩევლების მასობრივი მისვლის შესახებ.

აღნიშნული ერთეული ფაქტები დაფიქსირდა როგორც ისნის, ისე ფოთის და ქუთაისის მაჟორიტარული საარჩევნო უბნების ოლქებზე.

საარჩევნო ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ მსგავსი მასობრივი ფაქტები, კონკრეტულად საუბარია მთაწმინდის ფაქტზე, იწვევს ეჭვს და ტოვებს ორგანიზებული მცდელობის შთაბეჭდილებას. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა პიროვნებებმა გაანცხადეს, მათ 8 ოქტომბრის შემდეგ, როცა არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, ჰქონდათ ეს მარკირება ხელზე, საარჩევნო ადმინისტარციამ კანონმდებლობის თანახმად, არც ერთ მათგანს არ მისცა ხმის მიცემის შესაძლებლობა. მარნეულის ოლქის ორ საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა გადასატან ყუთთან დაკავშირებული პრობლემა.ერთ შემთხვევაში ყუთის  ჭრილი არ იყო დალუქული, სადაც იყო განთავსებული 3 ბიულეტენი. აღნიშნული ყუთი დაილუქა და სავარაუდოდ გაბათილდება.

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, ხელმოწერებითა და ბეჭდით არ იყო დადასტურებული ბიულეტენები, რაც ასევე კანონდმებლობის თანხმად ბათილობის  საფუძველია.

მთაწმინსის მე-20 უაბანთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია მედიაში. საუბქრია, თითქოს გადასატანი ყუთის გატაცების ფაქტი მოხდა. ეს ინფორმაცია არაერთხელ გადაამოწმა ცესკომ.აღნიშნული ინფორმაცია მედიასაშუალებით „ ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელდა. ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ყუთი საარჩევნო უბანზეა“,-განაცხადა ანა მიქელაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics