|
2016-10-30 14:56:50, 850 ნახვა
საზოგადოება
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მარნეულის მე-8 საარჩევნო უბანზე პარტიის დამკვირვებელი სცემეს
სოფელ შაუმიანში, მარნეულის საარჩევნო ოლქის მერვე საარჩევნო უბანზე კომისიის ერთ-ერთმა წევრმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელი სცემა, ამის შესახებ "ექსპრენიუსს" პარტიიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ენმ-ის წარმომადგენელი საარჩევნო უბანზე კომისიის წევრების მუშაობას აკვირდებოდა და უწევდა მონიტორინგს აკეთებდნენ თუ არა ხელმოწერებს კომისიის წევრები საარჩევნო ბიულეტენებზე და უსვამდნენ თუ არა ბეჭდეს. სწორედ ამ დროს კომისიის წევრებმა დამკვირვებელს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. "უბანზე შევიდა ქართული ოცნების წარმომადგენელი, რომელმაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ჩვენი დამკვირვებლის გაძევება მოსთხოვა. თავმჯდომარემ ამ დირექტივის დაუყონობლივი აღსრულება დაიწყო, ნანა მინასიანმა მათ წინააღმდეგობა გაუწია, რადგან სახეზე იყო უკანონო გადაწყვეტილება. სწორედ ამ დროს მას კომისიის ერთ ერთმა წევრმა დაარტყა"- განუცხადა რუსთავი 2-ს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა გოგორიშვილმა. როგორც "ექსპრენიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები. "ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს ინციდენტის მონაწილეებისა და თვითმხილველების გამოკითხვა", - განუცხადეს შსს-ში "ექსპრენიუსს".
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)