00:22 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-30 13:58:58, 815 ნახვა

პოლიტიკა
რურუა: იმედი მაქვს, „ოცნებას“ ეყოფა ჭკუა, არ გადააყოლოს არჩევნების ლეგიტიმურობა სიხარბეს

„იმედი მაქვს, რომ „ოცნებას“ ეყოფა ჭკუა და არ გადააყოლებს მთლიან არჩევნებს და მის ლეგიტიმურობას ამ სიხარბეს, რომელიც ახლა მას აქვს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა რურუამ განაცხადა.

როგორც რურუამ აღნიშნა, საარჩევნო უბნები დარღვევებით გაიხსნა.

„სერიოზული დარღვევებია დაფიქსირებული. მაგალითად უბნები გაიღო ადრე, ეს სერიოზული დარღვევაა. ემზადებიან გაბერილი სიებით,  გაყალბებული პირადობებით, ადამიანების მოყვანას, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. ემზადებიან ე.წ კარუსელებისთვის, რაც ჩვენ ვიცით და ესეც დარღვევაა. იმედი მაქვს, რომ „ოცნებას“ ეყოფა ჭკუა და არ გადააყოლებს მთლიან არჩევნებს და მის ლეგიტიმურობას ამ სიხარბეს, რომელიც ახლა მას აქვს“, - განაცხადა ნიკა რურუამ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ხმა #33-ე საარჩევნო უბანშე უკვე დააფიქსირა.

„ხმა მივეცი ქვეყნის თავისუფალ მომავალს და ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნა მან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics