|
2016-10-30 13:10:30, 739 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო-ს ინფორმაციით, 12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 12.71% შეადგინა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა გამოაქვეყნა. როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისათვის ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 12.71% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 315009ამომრჩეველია. ცესკო მოქალაქეებს შეახსენებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს კენჭისყრის შენობაში აგიტაცია იკრძალება. ასევე აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს საღამოს 8:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება. ცნობისთვის, არჩევნები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში იმართება. ასევე, პარლამენტის არჩევნებთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურები აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქშიც ტარდება. გარდა ამისა, დღეს ახალციხეში მერის, ხოლო ზუგდიდში, ხარაგაულსა და ბოლნისში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურები იმართება, ხოლო ლაგოდეხსა და სენაკში კი საკრებულოს შუალედური არჩევნები. არჩევნები საერთო ჯამში 2 229 საარჩევნო უბანზე ტარდება, მათ შორის, 9 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ჯამში 2 478 042-ია.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)