|
2016-10-30 12:42:47, 733 ნახვა
პოლიტიკა
არასამთავრობოები: ზუგდიდსა და გორში არჩევნების მეორე ტური მშვიდ გარემოში მიმდინარეობს
არასამთავრობო ორგანიზაციები „საუნჯე”, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)”, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისკენ” და „ჰელფინგ ჰენდი” მეორე ტურის კენჭისყრის პროცედურებს ზუგდიდსა და გორში აკვირდებიან. როგორც ორგანიზაციების განცხადებაშია აღნიშნული, არჩევნების დღის პირველი საათები აღნიშნული მუნიციპალიტეტების ქალაქებსა და სოფლებში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, შეიმჩნევა ძირითადად მცირე მნიშვნელობის, ტექნიკური ხასიათის ხარვეზები. თუმცა, მათივე განცხადებით, დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტი, რაზედაც დაუყოვნებელი და მკაცრი რეაგირება უნდა მოხდეს. „2016 წლის 30 ოქტომრბის არჩევნები 12 საათის მდგომარეობით ზუგდიდსა და გორში მშვიდად მიმდინარეობს. დაკვირვების ფარგლებში ოთხივე მუნიციპალიტეტის უბნების უმეტესობა დროულად გაიხსნა და გახსნის პროცედურები თითქმის უხარვეზოდ მიმდინარეობდა. თუმცა, სოფ. ატენის 25-ე უბანზე კომისიის ერთ-ერთმა წევრმა უარი განაცხადა წილისყრაში მონაწილეობაზე, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა, მიუხედავად დამკვირვებლების შენიშვნებისა, კომისიის წევრმა მაინც უარი თქვა, რის გამოც სადამკვირვებლო მისიის მიერ დაიწერა საჩივარი. 65.67.20 უბანზე, ზუგდიდის საჯვაროს დასახლებაში, ჩვენი დამკვირვებელი არ შეუშვეს უბანზე და საოლქოს საარჩევნო კომისიის ჩარევის შედეგად მოახერხა დამკვირვებელმა შესვლა. ამავე უბანზე დაფიქსირდა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და მძიმე დარღვევა - ორმა ამომრჩეველმა გადაუღო ფოტო ბიულეტენს ხმის მიცემის კაბინაში. მათგან ერთ-ერთმა კი წინასწარ ითხოვა ფოტოს გადაღება თუ შემიძლიაო, რაზედაც კომისიის თავმჯდომარემ თანხმობა განუცხადა. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 58-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად: „კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად კენჭისყრის კაბინაში ფოტო- და ვიდეოგადაღება აკრძალულია.“ აღნიშნული აკრძალვა ეხება როგორც ამომრჩეველს, ისე სხვა პირებს. გარდა იმისა, რომ ფარულობის გარეშე მიცემული ხმა უნდა გაბათილდეს, საგანგაშოა კომისიის თავმჯდომარის მიერ ამომრჩევლისათვის ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის უფლების მიცემა. კენჭისყრის ფარულად მიმდინარეობას უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაცია, შესაბამისად, სწორედ ადმინისტრაციაა პასუხისმგებელი მისი დარღვევის შემთხვევაში. მოცემულ სიტუაციაში კი არამც თუ ვერ უზრუნველყო კომისიამ ხმის მიცემის ფარულობა, არამედ თავად გასცა ამ დარღვევის „ნებართვა“. მიგვაჩნია, რომ აღნიშნულზე დაუყოვნებელი და მკაცრი რეაგირება უნდა მოხდეს ზემდგომი ადმინისტრაციების მხრიდან. აღნიშნული ფაქტი წარმოშობს ეჭვს, რომ ამომრჩევლებს შესაძლოა ჰქონდეთ მითითება, დააფიქსრიონ თავიანთი მიცემული ხმა და ეს ინფორმაცია გადასცენ საარჩევნო სუბიექტებს, რითიც კონტროლდება ამომრჩევლების არჩევანი. ასეთი რამ პირდაპირ არღვევს ამომრჩეველთა ხმის უფლებებს და ეჭვის ქვეშ აყენებს არჩევნების ლეგიტიმაციას. მივმართავთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ამომრჩევლებისთვის ამგვარი მოთხოვნის კეთებისაგან. საარჩევნო ადმინისტრაციას მოვუწოდებთ, არ მისცენ არავის, მათ შორის არც ამომრჩეველს, უფლება დაარღვიონ ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი. ამომრჩევლებს კი შევახსენებთ, ხმის მიცემა ფარულია, არავის აქვს უფლება ფოტო-ვიდეო გადაღება აწარმოოს კაბინაში და არავის აქვს უფლება აიძულოს ისინი, გადაიღონ ფოტო. აქვე დავამატებთ, რომ თუ ისინი უკიდურესად იძულებულნი არიან ფოტოს მეშვეობით აცნობონ ვინმეს მათ მიერ მიცემული ხმის შესახებ, ფოტოს გადაღების შემდგომ მათ შეუძლიათ იგივე სახით მისცენ მეორე სუბიექტს ხმა, რის შედეგადაც ბიულეტენი ბათილად იქნება ცნობილი. მიგვაჩნია, რომ ასეთი გზა ძალიან მძიმე და არასასურველია, თუმცა იძულებით ხმის მიცემა უფრო მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანს. გავრცელებული ინფორმაციით ხმის მიცემის ფარულობის წესი ასევე დაირღვა მაშინ, როდესაც ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, მერაბ ქვარაიამ მეუღლესთან ერთად უბნებზე ფიქსირდება მცირე მნიშვნელობის ხარვეზები, რომლებზედაც ზეპირი ან ჩანაწერთა წიგნში გაკეთებული შენიშვნის მიცემის შემდეგ შესაბამისი რეაგირება ხდება. მივესალმებით საარჩევნო ადმინისტრაციის, განსაკუთებით კი საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციების მხრიდან დროულ თანამშრომლობას და დარღვევებზე რეაგირებას, რადგან აღნიშნული უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის ზედმიწევნით მიმდინარეობას. ჩვენ მიერ გამოვლენილი ხარვეზები კი ცხადჰყოფს, რომ ცალკეულ შემთხვევებში საუბნო კომისიის წევრების კვალიფიკაცია კვლავ პრობლემატურია და სწორედ ეს იწვევს პროცედურების დაგვიანებით ჩატარებას ან მათ არასწორ მიმდინარეობას. განცხადება მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაციების „საუნჯე”, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC)”, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისაკენ” და „ჰელფინგ ჰენდის” მიერ პროექტის „ახალგაზრდული სადამკვირვებლო მისია“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია „ნაციონალური წვლილი დემოკრატიისათვის“ მხარდაჭერით. განცახდების შინაარსი შეიძლება არ ემთხვეოდეს „ნაციონალური წვლილი დემოკრატიისათვის“ მოსაზრებას“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)