|
2016-10-30 20:06:28, 1085 ნახვა
პოლიტიკა
50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართა
დღეს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გამართა. მეორე ტურის დანიშვნა იმ ოლქებში გახდა საჭირო, სადაც პირველ ტურში მაჟორიტარი დეპუტატობის ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა. 8 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით, კანონმდებლობით განსაზღვრული 50%-იანი ბარიერი 23-მა კანდიდატმა გადალახა. ყველა მათგანი წარდგენილი იყო ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მიერ. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით კი, კანონმდებლობით განსაზღვრული 5%-იანი ბარიერი სამმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა: №5 ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 27.11% / 27 მანდატი №8 ”დავით-თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი-პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია” - 5.01% / 6 მანდატი №41 ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” - 48.68% / 44 მანდატი. გამოვლენილი პროცედურული დარღვევებისა და უბნების დარბევის გამო, ორ საარჩევნო ოლქში შედეგები გაბათილდა, ამიტომ განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება გახდა აუცილებელი. 22 ოქტომბერს განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდა: მარნეულის #36 მაჟორიტარული ოლქის 48-ე საარჩევნო უბანზე (გაიმართა მხოლოდ პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები); ზუგდიდის #66 მაჟორიტარული ოლქის 38-ე, 79-ე და 108-ე საარჩევნო უბნებზე (გაიმართა როგორც პარლამენტის მაჟორიტარული, ისე გამგებლის არჩევნები) მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს, ამიტომ მეორე ტურები აღნიშნულ საარჩევნო ოლქებშიც ჩატარდება. მეორე ტურსითვის სულ 2 226 600 ბიულეტენი დაიბეჭდა. მათ შორის სომხურ-ქართული, აზერბაიჯანულ-ქართული და სომხურ-ქართულ-აზერბაიჯანული. თვითმმართველი ქალაქის მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურისთვის დაიბეჭდა 14 000 ბიულეტენი, თვითმმართველი თემების გამგებლების რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურისთვის - 133 050, მათ შორის სომხურ-ქართული და აზერბაიჯანულ-ქართული; ხოლო ლაგოდეხისა და სენაკის საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის- 4200 ბიულეტენი.
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)