|
2016-10-29 18:52:00, 857 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძემ ხანდაზმულ ქალბატონს 100 წლის იუბილეს მიულოცა
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ წყაროთაში მცხოვრებ ხატიჯე შარაშიძეს 100 წელი შეუსრულდა. საუკუნის ქალბატონს ღირსშესანიშნავი თარიღი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მეუღლესთან ერთად მიულოცა. ხატიჯე შარაშიძეს 100 წლი იუბილე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლევან გორგილაძემაც მიულოცა. მინისტრმა ხანდაზმულს „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების" პროგრამის ფარგლებით გათვალისწინებული 1000 ლარი გადასცა. ხატიჯე შარაშიძე 11 შვილის დედაა (სახეზე ჰყავს 4 შვილი), ჰყავს 27 შვილიშვილი და 48 შვილთაშვილი და 2 შვილთაშვილის შვილი. ქალბატონ ხატიჯეს მეუღლე 102 წლის ასაკში გარდაეცვალა. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების" პროგრამას 2004 წლიდან ახორციელებს. 2014 წლამდე თითოეულ მოქალაქეზე 500 ლარი გაიცემოდა, 2014 წელის შემდეგ თანხის ოდენობა გაიზარდა და 1000 ლარს შეადგენს. 2016 წელს, აჭარაში 100 წელს გადაცილებული 42 მოქალაქე ცხოვრობს, თითოეულმა მათგანმა პროგრამით გათვალისწინებული თანხა უკვე მიიღო. (NS)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)