|
2016-10-29 17:36:42, 763 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: 2020 წლის არჩევნებში სრულიად ახალი ტიპის პოლიტიკურმა ძალამ უნდა გაიმარჯვოს
უახლოესი 2-3 თვის განმავლობაში მექნება ინტენსიური დიალოგი ყველასთან ვინც არ დაღლილა დამოუკიდებელი, თავისუფალი, ევროპული, დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის პრობლემებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც გახდა ცნობილი, რომ მან "რესპუბლიკური პარტია" დატოვა. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს სრულიად ახალმა პოლიტიკურმა პარტიამ. "მექნება ინტენსიური დიალოგი ყველასთან ვინც არ დაღლილა დამოუკიდებელი, თავისუფალი, ევროპული, დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის პრობლემებით. ვინც მეტი შრომით და შემართებით არის მზად გავაგრძელოთ პოლიტიკური ბრძოლა, იმისთვის, რომ საქართველო დადგეს ფეხზე. ფაქტია ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფოებრიობას და ევროპულ კეთილდღეობას ვერ მოუტანენ პოლიტიკურ პარტიებად წოდებული, ვერც სახელმწიფოსთან შეზრდილი ბიუროკრატები ვერც საერთო პოლიტიკური ცოდვის გამო გაერთიანებული პოლიტიკური ჯგუფები. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს სრულიად ახალი ტიპის პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ექნება ქვეყნის მართვის სრულფასოვანი რესურსი და რომელსაც პოლიტიკურ, გენეტიკურ კოდში ექნება მრავალპარტიული, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის აუცილებელი ფუნდამენტური ღირებულებები. ეს იქნება ერთ-ერთი და არა ერთადერთი პარტია, ეს იქნება შეცვლადი და არა შეუცვლელი პარტია და შევძლებთ სამშობლოს ფეხზე დაყენებას", - განაცხადა უსუფაშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტის თავდმჯდომარემ "რესპუბლიკური პარტია" დატოვა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)