21:14 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-29 13:37:07, 2389 ნახვა

ეკონომიკა
თბილისში პირველი ამერიკული ბარბექიუ რესტორანი „ბიგ სმოუქი“ გაიხსნა

პირველი ამერიკული ბარბექიუ რესტორანი „ბიგ სმოუქი“ მომხმარებელთან განახლებული სახელითა და მენიუთი წარსდგა.

რესტორანი თბილისში, ბელიაშვილის ქ. 22-ში მდებარეობს. მისი ინტერიერი და ტექნოლოგია მთლიანადად ამერიკულია. აქ დამონტაჟებულია ამიერკავკასიაში ერთადერთი ხორცის შესაბოლი დანადგარი, ე.წ. „სმოუქერი“, რომლის გარეშეც ნამდვილი ბარბექიუს მომზადება შეუძლებელია. ამ დანადგარში მიმდინარეობს ხორცის შებოლვის 8-დან 16-მდე საათიანი პროცესი, შესაბამისად, მხოლოდ „ბიგ სმოუქში“ არის შესაძლებელი ნამდვილი ბარბექიუს დაგემოვნება, როგორიცაა სპეციალური ტექნოლოგიით დამზადებული შებოლილი ნეკნები, გრილზე ბოსტნეულით

„ამ რესტორნის თბილისში გახსნის იდეა 2012 წელს ამერიკელ პარტნიორთან ერთად  გაჩნდა. შევიმუშავეთ ბიზნეს-გეგმა და განვახორციელეთ იგი. მომსახურე პერსონალი და მთავარი მზარეული  დატრენინგებულია ამერიკული მხარის მიერ. უმაღლესი ხარისხის პროდუქცია და საკვების მომზადების ყველა ეტაპი სრულყოფილად კონტროლდება და აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს. ბარბექიუსთვის  საჭირო ყველა საკვებ დანამატს თუ სოუსს ამერიკული მხარე უზრუნველყოფს“, - განაცხადა რესტორნის ერთ-ერთმა მფლობელმა ნიკოლოზ კიკნაძემ.

რესტორანი 1 წლის წინ, ოქტომბერში გაიხსნა, გათვლილია 60 სტუმარზე.  მუშაობის პროცესში საჭირო გახდა ნამდვილი ამერიკული ბარბექიუ კონცეფციის გადახედვა და ადგილობრივი, ქართული ბაზრისთვის მისაღები ფორმით წარდგენა. სწორედ ამიტომ, რესტორნის სახელი, მენიუ და გარემო მთლიანად მოერგო მომხმარებლის მოთხოვნებს. ძირითად ბარბექიუ მენიუს დაემატა 7 სახეობის სტეიკი, ასევე, ქართველი მომხმარებლისთვის მისაღები და მოთხოვნადი კერძები. ამასთან ერთად, „ბიგ სმოუქი“  შაბათ-კვირას გთავაზობთ ცოცხალ მუსიკას და ყველა ძირითად საფეხბურთო მატჩს დიდ ეკრანზე. მოქმედებს სპეციალური ფასდაკლება ლანჩ-მენიუზე (12:00-დან - 15:00-მდე).

ბბქ რესტორანი „ბიგ სმოუქი“ გაფართოვებას  მომავალი წლის დასაწყისში გეგმავს, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, სადაც  ხარისხიან Fast Food-ს და ადგილზე მიტანის სერვისს შესთავაზებენ მომხმარებელს.

 

ფოტო რეპორტაჟი

 (R)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics