02:43 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-29 12:56:04, 738 ნახვა

პოლიტიკა
”პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის” მეორე ტურის წინ მიმართვას ავრცელებს

პოლიტიკური გაერთიანება ”პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის” საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მიმართვას ავრცელებს.

პარტია მხარდამჭერებს მოუწოდებს, მეორე ტურში მხარი დაუჭირონ არა პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ცალკეულ ადამიანებს.

”მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" პოზიცია ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ცნობილია - მიგვაჩნია, რომ არჩევნები ჩატარდა მძიმე დარღვევებით და რეალურად შეფერხდა ადამიანის თავისუფალი ნების გამოვლინება, როგორც პროცესუალურად, ისე შედეგების თვალსაზრისით.
მიუხედავად ამისა, "სახელმწიფო ხალხისათვის" მოუწოდებს მხარდამჭერებს, მიიღონ გადაწყვეტილება თავისუფალი ნებით, საკუთარი სინდისისა და ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების გათვალისწინებით და მხარი დაუჭირონ არა პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ცალკეულ ადამიანებს, რომელნიც უკეთეს მონაწილეობას მიიღებენ საკანონმდებლო პროცესში და ქვეყანაში არსებული უმძიმესი მდგომარეობის გამოსწორებაში. ამომრჩეველმა კარგად უნდა გააცნობიეროს ქვეყნის წინაშე არსებული საჭიროებები, საფრთხეები და პრობლემები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები”, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics