|
2016-10-29 11:26:16, 726 ნახვა
საზოგადოება
ისნის რაიონში გამწვანების აქცია გაიმართა
ქალაქის შიდა ტერიტორიების გამწვანების პროექტის ფარგლებში, ისანში, საცურაო აუზ „ოლიმპიკთან“ გამწვანების აქცია გაიმართა. აქციაში თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად ჩაერთვნენ და 200-მდე შერეული სახეობების ხე-მცენარე დარგეს. თბილისის სხვადასხვა რაიონში გასამწვანებელი ადგილები ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად შეირჩა. ამჟამად შიდა ტერიტორიების ხეებით შევსება მათივე მონაწილეობით აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე სეზონზე საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ, სკვერებში და გამზირებზე 30 000-მდე ხე-მცენარე დაირგვება. თბილისის მერის მოადგილის, გიგა ნიკოლეიშვილის თქმით, გამწვანების სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში ტარდება, გამწვანების აქციებში მოსახლეობის ჩართულობა კი ძალიან მაღალია. მიმდინარე სეზონზე დედაქალაქი სულ 80 000 ნერგით განაშენიანდება. 50 000 ხე-მცენარე მახათას მთაზე და თბილისის ზღვის გარშემო დაირგვება. დასარგავი ხე-მცენარეების სიმაღლე 1,5-3,5 მეტრი სიმაღლის ფარგლებში მერყეობს. მათ შორის, 5 000 ნერგის სიმაღლე 2,5-3,5 მეტრია. საშემოდგომო გამწვანების პროცესი დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. სპეციალისტების რეკომენდაციით საშემოდგომო გამწვანებისთვის შერჩეულ სახეობებს შორისაა თეთრი აკაციის, მინდვრის ნეკერჩხლის, იფანის, აღმოსავლური ჭადრის, ზეთისხილის, ჰიმალაის კედარის, კიპარისის, ნუშისა და ვერხვის ნერგები. ნარგავების მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანიები 4 წლის ვადით უზრუნველყოფენ.
(NS)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)