|
2016-10-28 19:08:05, 1885 ნახვა
მსოფლიო
"რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც მზად არის, სამხედრო ძალა მეზობლების წინააღმდეგ გამოიყენოს"
ნატო-სა და რუსეთს შორის ცივი ომი არ არის, მაგრამ არც პარტნიორული ურთიერთობა არსებობს, რომლის დამყარებასაც რუსეთთან ცივი ომის დასრულების შემდეგ ვცდილობდით, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, მსოფლიო ხედავს ხისტ რუსეთს, რომელმაც ახალ და თანამედროვე თავდაცვით საშუალებებში დიდი ინვესტიციები ჩადო. „ჩვენ ვერ ვხედავთ გარდაუვალ საფრთხეს ნატო-ს რომელიმე წევრი ქვეყნისთვის, მაგრამ ჩვენ ვხედავთ უფრო ხისტ რუსეთს, რომელმაც ახალ და თანამედროვე თავდაცვით საშუალებებში დიდი ინვესტიციები ჩადო, ატარებს მრავალრიცხოვან მანევრებს, მათ შორის ისეთებს, რომლის შესახებ წინასწარ არ გვაცნობებს. ეს არსებითად ამცირებს გამჭვირვალობას და სიტუაციის პროგნოზირებადობას ევროპაში. მაგალითად, რუსეთმა გამოიყენა ასეთი მანევრები ყირიმის ანექსიისთვის“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. მედია საშუალებამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ნატო აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში დამატებითი კონტინგენტის განლაგებას აპირებს, რაც რუსეთის საზღვართან კონტინგენტის ყველაზე დიდი კონცენტრაცია იქნება, რომელიც 4 ათას სამხედროს მოიცავს. „ჩვენ ამას ვაკეთებთ მკაფიო სიგნალის გასაგზავნად, რომ ნატო უზრუნველყოფს შეკავებისა და თავდაცვისთვის საჭირო საშუალებებს. ამას ვაკეთებთ არა კონფლიქტის პროვოცირებისთვის, არამედ მისი აღკვეთისთვის. ვხვდებით, რომ სანამ პოტენციურ მოწინააღმდეგეს ეცოდინება, რომ ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა მთელი ალიანსის პასუხს გამოიწვევს, ამით შეგვიძლია მშვიდობის შენარჩუნება და ნატო-ს რომელიმე წევრზე თავდასხმის აღკვეთა“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. როგორც სტოლტენბერგმა განაცხადა, რუსეთი არის ქვეყანა რომელიც მზად არის გამოიყენოს სამხედრო ძალა საკუთარი მეზობლების წინააღმდეგ. "რუსეთს აქვს ბირთვული იარაღი და იყენებს ბირთვულ რიტორიკას სხვა ევროპული ქვეყნების დასაშინებლად.ამასთან, რუსეთმა თავდაცვის გაუმჯობესებაზე 3-ჯერ მეტი თანხა დახარჯა. ჩვენ ამას სერიოზულად აღვიქვამთ. ამიტომ, ნატო ადაპტაციას ახდენს და ცდილობს მოახდინოს რეაგირება თავდაცვითი ზომების მიღებით. ჩვენ არ ვეძებთ კონფრონტაციას რუსეთთან. ჩვენ ბირთვული ომი არ გვსურს. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ რუსეთთან უფრო კონსტრუქციული და პარტნიორული ურთიერთობები გვქონდეს, მაგრამ ამას ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების დოქტრინის შესაბამისად უნდა ვაკეთებდეთ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, არ არსებობს არანაირი ეჭვი იმისა, რომ ევროატლანტიკური ალიანსი წევრ ქვეყნებს თავდაცვის გარეშე დატოვებს. "ნატო-ს უსაფრთხოების გარანტიები არის უპირობო და აბსოლიტური. ეს კონფლიქტის პრევენციის საუკეთესო ხერხია", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - ევროპა ოპოზიციის აკრძალვის შესახებ მოსმენების წინ, დააკვირდება ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას
დიდი ბრიტანეთი საუდის არაბეთში ჰუსიტების თავდასხმებისგან დასაცავად Typhoon-ის გამანადგურებლებს გაგზავნის
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)