|
2016-10-28 17:46:10, 2069 ნახვა
ეკონომიკა
ორმხრივი ვაჭრობის განვითარებისთვის, საქართველო და აზერბაიჯანი სამუშაო ჯგუფს შექმნიან
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ შაჰინ მუსტაფაევს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ისეთ ძირითად საკითხებზე ისაუბრეს, როგორიცაა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები, მათ შორის მხარეთა საექსპორტო შესაძლებლობები, ამ მიმართულებით ურთიერთობების გააქტიურება და ხელშეწყობა, ორმხრივი სამუშაო ჯგუფი საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტროების დონეზე ჩამოყალიბდება და შეისწავლის მხარეთა საექსპორტო პოტენციალს, ასევე შეიმუშავებს წინადადებებს სავაჭრო ბრუნვის ზრდის მიზნით. ორმხრივი ვაჭრობის გარდა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და შაჰინ მუსტაფაევმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მთელი სპექტრი განიხილეს. მხარეებმა ერთმანეთს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია ეკონომიკების მდგომარეობისა და ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამების შესახებ. აღინიშნა, რომ 2016 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობის აზერბაიჯანი საქართველოს უმთავრესი ინვესტორია. 2016 წლის იანვარ-ივნისში ინვესტიციების ოდენობა აზერბაიჯანიდან, წინა წელთან შედარებით, 30%-ით გაიზარდა, 282,5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და 34%-იანი წილით კვლავ პირველ ადგილს ინარჩუნებს საქართველოში უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის. საქართველოს ვიც-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი მიესალმა აზერბაიჯანული ინვესტიციის ზრდას საქართველოს ეკონომიკაში და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და ტრანზიტის სფეროში. კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაზრდიან ძალისხმევას ე.წ. კასპიის სატრანზიტო კორიდორის განვითარების ხელშეწყობაზე, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს გაივლის. აღინიშნა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედების შემდეგ, ტვირთბრუნვა აღნიშნული მარშრუტის გამოყენებით გაიზრდება. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე დადებითად შეაფასეს თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში. აღინიშნა, რომ 2016 წლის იანვარი-სექტემბრის მონაცემებით, ვიზიტორების ოდენობა აზერბაიჯანიდან, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა 11%-ით და შეადგინა 1,170,301 ვიზიტორი.აღნიშნულ პერიოდში, ვიზიტორების შემოსვლების მიხედვით, საქართველოს ძირითად ათეულში, აზერბაიჯანი I ადგილზე იმყოფება 24%-იანი წილით. შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი თბილისის აბრეშუმის გზის მეორე ფორუმზე მიიწვია. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)