|
2016-10-28 17:45:27, 926 ნახვა
საზოგადოება
ევროკავშირის ქვეყნებში აგროსურსათის ექსპორტი იზრდება
ბოლო პერიოდში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ადგილობრივი წარმოების ხელშემწყობი პროექტების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა პირველადი წარმოება როგორც მეცხოველეობის, ასევე მემცენარეობის სექტორში. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, 2015 წლის მონაცემებით, მემცენარეობის პროდუქციის გამოშვება ქვეყანაში 1.7 მლრდ ლარს, ხოლო მეცხოველეობის პროდუქციის - 1.8 მლრდ ლარს შეადგენს, რაც ბოლო ათწლეულების რეკორდული მაჩვენებელია. ცნობისთვის, აღსანიშნავია, რომ წარმოების ზრდის პარალელურად, თანმიმდევრულად ხორციელდება ქართული პროდუქციისპოპულარიზაციისათვის საჭირო ღონისძიებები. სახელმწიფოს მიერ აღნიშნული მიმართულებით გაწეული სამუშაოების შედეგად, 2016 წლის 23 ოქტომბრის მონაცემებით, აგროსურსათის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 6.2 მლნ აშშ დოლარით (3.8%) გაიზარდა 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ევროკავშირის ქვეყნებში ძირითად საექსპორტო აგროპროდუქტებს წარმოადგენს თხილი, სპირტიანი სასმელები, ღვინო, მინერალური და მტკნარი წყლები. განსაკუთრებით აღსანიშნავია თხილის საექსპორტო შესაძლებლობები, რომელსაც დიდი პოტენციალი გააჩნია. (NS)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)