|
2016-10-28 16:54:39, 2085 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს შაჰინ მუსტაფაევს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა. მხარეებმა განიხილეს არსებული ეკონომიკური დერეფნების გაფართოებისა და ახალი ეკონომიკური დერეფნების განვითარების პერსპექტივა, რაც ტვირთბრუნვის გაზრდას შეუწყობს ხელს. ყურადღება გამახვილდა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტზე, რომლის მშენებლობის დასრულება უახლოეს მომავალში იგეგმება. შეხვედრისას აღინიშნა, რომ სარკინიგზო მაგისტრალი გაზრდის ტვირთნაკადს და მოიზიდავს დამატებით ტვირთს, როგორც ევროპიდან, ისე - აზიიდან. მხარეები, ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიზნით, სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომლის ფარგლებში მოხდება იმ პროდუქციის იდენტიფიცირება, რომლის ექსპორტის პოტენციალიც ორი ქვეყნის ბაზარზე არსებობს. საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობას ინდუსტრიული მიმართულებით. საქართველომ, ინდუსტრიულ სფეროში აზერბაიჯანის გამოცდილების გაზიარებით დაინტერესება გამოთქვა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ფორმატის ფარგლებში დაგეგმილი შემდგომი ფორუმის შესახებ, რომელიც 16 ნოემბერს სტამბოლში, სამი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)