04:26 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-28 16:19:24, 696 ნახვა

საზოგადოება
დავით რაქვიაშვილი: ნატოს გადაწყვეტილება გაზარდოს ალიანსის წარმომადგენლობა შავ ზღვაში, უსაფრთხოების გარემოს შეცვლის რეგიონში

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი  დავით რაქვიაშვილი საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს უილიამ ლაჰიუს შეხვდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული  საკითხები განიხილეს.

როგორც აღინიშნა, მიმდინარე მოვლენების ფონზე განსაკუთრებით აქტუალური ხდება შავი ზღვის აუზის რეგიონის უსაფრთხოების თემა. 

მათივე ინფორმაციით, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც შავ ზღვაში ნატო-ს წარმომადგენლობის ზრდას ითვალისწინებს, საქართველოსა და ალიანსს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების დამატებითი შესაძლებლობაა. 

მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ აქტიური თანამშრომლობა პროცესში საქართველოს სათანადო ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

„ნატოს გადაწყვეტილება გაზარდოს ალიანსის წარმომადგენლობა შავ ზღვაში შეცვლის უსაფრთხოების გარემოს რეგიონში. ჩვენი მიზანია, ამ პროცესში  აქტიური მონაწილეობის გზით, მივაღწიოთ საქართველოს უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვან გაუმჯობესებასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ზრდას. რეგიონში არსებული ვითარების ფონზე, ნატო-ს მინისტერიალის გადაწყვეტილება საშუალებას გვაძლევს კიდევ ერთხელ დავადასტუროთ საქართველოს მტკიცე ნება გახდეს ევროპული უსაფრთხოების სისტემის მნიშვნელოვანი რგოლი“ - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა. 

დავით რაქვიაშვილის და უილიამ ლაჰიუს შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს უშიშროებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა დარსალია და ნატოს სამოკავშიროე ოფისის პოლიტიკური ოფიცერი თორსთენ დერიკი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics