|
2016-10-28 15:52:22, 875 ნახვა
საზოგადოება
ქართველმა სპეციალისტებმა ჩინელი ფერმერებისთვის სასწავლო სემინარი ჩაატარეს
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰებეის პროვინციაში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბიოაგროწარმოების სამსახურის წარმომადგენლებმა ჩინელი ფერმერებისთვის ორგანული სოფლის მეურნეობის მიმართულებით ერთკვირიანი სემინარი ჩაატარეს. სოფლის მეურნეობის სამინისტორ ინფორმაციით, აღნიშნული სემინარი ჩინეთის ჰებეის პროვინციის მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის ასოციაციასა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. მათივე ინფორმაციით, მემორანდუმი ორ ქვეყანას შორის მევენახეობა-მეღვინეობის, ორგანული სოფლის მეურნეობის, ახალი ტექნოლოგიებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავების სფეროში გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. სემინარის ფარგლებში მონაწილეები ბიოლოგიური სოფლის მეურნეობის მიმართულებით ორგანული წარმოების პრინციპებს, ბიომეურნეობების დაგეგმვისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის საკითხებს გაეცნენ. ფერმერებმა პეკინის, ჰებეის, ანპინისა და ტინაცზინის მეურნეობებში ბიოლოგიური ღონისძიებების პრაქტიკული სწავლებაც გაიარეს. ჰებეის მერის ზუჰუან ვანგის განცხადებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის აგრარული მიმართულებით თანამშრომლობის ფორმატში, ჩინეთში, მევენახეობა-მეღვინეობისა და მეხილეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ქართული ენდემური ყურძნისა და ხეხილის ჯიშების ინტროდუქცია განხორციელდება, მოეწყობა ვაზისა და ხეხილის სადემონსტრაციო ბაღები. ვიზიტის დასასრულს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დელეგაციამ დინჩჟოუს მევენახეობა-მეღვინეობის მეურნეობაში გამართულ ღვინის გამოფენა-დეგუსტაციაში მიიღო მონაწილეობა. (NS)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)