|
2016-10-28 15:30:17, 692 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს აკადემიის ყველა მაგისტრი შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმდება
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს აკადემიის საპოლიციო რეგულირების სფეროში სამაგისტრო პროგრამის პირველი გამოშვების კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა და სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცა. შსს-ს აკადემიაში 2014 წელს ახალ სამაგისტრო პროგრამაზე 39 სტუდენტი ჩაირიცხა. უწყების ინფორმაციით, ყველა მაგისტრი მუშაობას შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დაიწყებს. „ჩემთვის, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, უმნიშვნელოვანესია უწყებაში კვალიფიციური, თანამედროვედ მოაზროვნე, განათლებული და მოტივირებული კადრების მოზიდვა, რადგან, კარგად მესმის, რომ შეუძლებელია სისტემის განვითარება ახალი იდეებისა და შესაძლებლობების გამოყენების გარეშე. ჩვენი სამაგისტრო პროგრამის მიზანია, მოვამზადოთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებისთვის სათანადო უნარებითა და ცოდნით აღჭურვილი, განათლებული თანამშრომლები. დღეს მე ბედნიერი ვარ, შეგატყობინოთ, რომ 39-ვე მაგისტრი დასაქმდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში, მათ შორის, ჩვენს უმნიშვნელოვანეს საპილოტე პროექტებში, როგორიცაა ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა და ერთობლივი ოპერაციების ცენტრი“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. შსს-ს აკადემიის სამაგისტრო პროგრამა ერთადერთი უფასო პროგრამაა ქვეყნის მასშტაბით. აკადემიაში სწავლის განმავლობაში სტუდენტები უზრუნველყოფილნი არიან კვებითა და ფორმებით, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, საცხოვრებლითაც. (NS) აკადემიის რექტორმა, გივი მიქანაძემ ყველა კურსდამთავრებულს წარმატებები უსურვა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)