|
2016-10-28 15:00:18, 909 ნახვა
საზოგადოება
თბილისში პირველი ამერიკული ბარბექიუ რესტორანი „ბიგ სმოუქი“ იხსნება
პირველი ამერიკული ბარბექიუ რესტორანი „ბიგ სმოუქი“ მომხმარებელთან განახლებული სახელითა და მენიუთი წარსდგება. ღონისძიება დღეს 19:30 საათზე, თბილისში, ბელიაშვილის ქ. 22-ში გაიმართება. რესტორნის ინტერიერი და ტექნოლოგია არის მთლიანად ამერიკული. აქ დამონტაჟებულია ამიერკავკასიაში ერთადერთი ხორცის შესაბოლი დანადგარი, ე.წ. „სმოუქერი“, რომლის გარეშეც ნამდვილი ბარბექიუს მომზადება შეუძლებელია. ამ დანადგარში მიმდინარეობს ხორცის შებოლვის 8-დან 16-მდე საათიანი პროცესი, შესაბამისად, მხოლოდ „ბიგ სმოუქში“ არის შესაძლებელი ნამდვილი ბარბექიუს დაგემოვნება, როგორიცაა სპეციალური ტექნოლოგიით დამზადებული შებოლილი ნეკნები, გრილზე ბოსტნეულით „ამ რესტორნის თბილისში გახსნის იდეა 2012 წელს ამერიკელ პარტნიორთან ერთად გაჩნდა. შევიმუშავეთ ბიზნეს-გეგმა და განვახორციელეთ იგი. მომსახურე პერსონალი და მთავარი მზარეული დატრენინგებულია ამერიკული მხარის მიერ. უმაღლესი ხარისხის პროდუქცია და საკვების მომზადების ყველა ეტაპი სრულყოფილად კონტროლდება და აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს. ბარბექიუსთვის საჭირო ყველა საკვებ დანამატს თუ სოუსს ამერიკული მხარე უზრუნველყოფს“, - აცხადებს რესტორნის ერთ-ერთი მფლობელი ნიკოლოზ კიკნაძე. რესტორანი გაიხსნა 1 წლის წინ, ოქტომბერში, გათვლილია 60 სტუმარზე. მუშაობის პროცესში საჭირო გახდა ნამდვილი ამერიკული ბარბექიუ კონცეფციის გადახედვა და ადგილობრივი, ქართული ბაზრისთვის მისაღები ფორმით წარდგენა. სწორედ ამიტომ, რესტორნის სახელი, მენიუ და გარემო მთლიანად მოერგო მომხმარებლის მოთხოვნებს. ძირითად ბარბექიუ მენიუს დაემატა 7 სახეობის სტეიკი, ასევე, ქართველი მომხმარებლისთვის მისაღები და მოთხოვნადი კერძები. ამასთან ერთად, „ბიგ სმოუქი“ შაბათ-კვირას გთავაზობთ ცოცხალ მუსიკას და ყველა ძირითად საფეხბურთო მატჩს დიდ ეკრანზე. მოქმედებს სპეციალური ფასდაკლება ლანჩ-მენიუზე (12:00-დან - 15:00-მდე). ბბქ რესტორანი „ბიგ სმოუქი“ გაფართოვებას მომავალი წლის დასაწყისში გეგმავს, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, სადაც ხარისხიან Fast Food-ს და ადგილზე მიტანის სერვისს შესთავაზებენ მომხმარებელს.
(R)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)