07:51 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-28 14:31:11, 767 ნახვა

საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციასთან შრომის ინსპექციის გადახედვასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა

შრომის პოლიტიკის დაუყოვნებლივ გადახედვისა და ეფექტური შრომის ინსპექციის მოთხოვნით, პროფკავშირების გაერთიანებამ და რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართა.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, შრომის ინსპექციის მდგომარეობა კატასტროფულია.

''როგორც ნორმატიული აქტები, ისე ზოგადად შრომის ინსპექციის მდგომარეობა კატასტროფულ.მდგომარეობაშია, პრობლემებია აღსრულებასთან და ასევე იმპლემენტაციასთან დაკავშირებით. წელს გარდაიცვალების 16 შემთხვევა , აქედან 7 მშენებლობებზეა. უსაფრთხოების ელემენტარული ზომებიც კი არ არის დაცული. ქვის ხანაში ვართ'', - განაცხადა პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა.

ორგანიზატორების განცხადებით, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. ამასთან, ისინი სტუდენტებს მოუწოდებენ, აქციებში მონაწილეობა მიიღონ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2011-2015 წლებში საწარმოო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 212 და დაშავდა 691 დასაქმებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics