|
2016-10-28 14:27:02, 1570 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრ შაჰინ მუსტაფაევს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და ის მთავარი პროექტები განიხილეს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანიმრავალი წელია ახორციელებენ. შეხვედრაზე განხილული იყო ასევე ის საერთაშორისო პროექტები, რომლებშიც საქართველო მონაწილეობს. საუბარი შეეხო ენერგეტიკულ საკითხებს და ამმიმართულებით აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებულ ინვესტიციებს. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზეც იმსჯელეს. შეხვედრაზე განხილული იყო ენერგეტიკის საკითხები- მოგეხსენებათ, „სოკარი" აზერბაიჯანული კომპანიაა, რომელიც საკმაოდ დიდ ინვესტიციას დებს საქართველოში და ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებს. უახლოეს მომავალში, ქართველი და აზერბაიჯანელი ბიზნესმენები ერთობლივ ბინზესპროექტებს დაიწყებენ, რათა ორივე ქვეყნის ეკონომიკა უფრო პროგრესირებადი იყოს",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ. შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი,საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)