07:53 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-28 14:17:03, 746 ნახვა

საზოგადოება
აზერბაიჯანიდან საქართველოს ელჩის გამოწვევის მოთხოვნით, საგარეო უწყებასთან საპროტესტო აქცია გაიმართა

„მოვითხოვთ აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის თეიმურაზ შარაშენიძის გამოწვევას“; „შარაშენიძემ დეზინფორმაცია გაავრცელა“; „აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის განცხადებები ორ ქვეყანას შორის კონფლიქტს აღვივებს“ - ამ შინაარსის ტრანსფარანტებით გააპროტესტეს ''უფლებადამცველთა გაერთიანების'' წარმომადგენლებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ელჩის განცხადება.

აქციის მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს წერილობით მიმართეს და აზერბაიჯანიდან შარაშენიძის დაუყოვნებლივ გამოწვევა მოითხოვეს

როგორც უფლებადამცველთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ აღნიშნა, ელჩის მიერ გაკეთებული განცხადებები ორ ქვეყანას შორის დისონანსს გამოიწვევს.

„აზერბაიჯანში საქართველოს საელჩომ გააკეთა განცხადება მცდარ ინფორმაციაზე, თითქოს ''პატრიოტთა ალიანსის'' ლიდერმა გააკეთა განცხადება, რომელსაც დისონანსი შეაქვს ორი ქვეყნის ურთიერთობაში. საქართველოს საელჩოს აზერბაიჯანში არ გადაუმოწმებია ეს ინფორმაცია,  მან გააკეთა ანტისახელმწიფოებრივი და ეთნიკური შუღლის გამღვივებელი განცხადება, რომ თითქოს საქართველოში არიან ძალები, რომლებსაც გარკვეულწილად ცუდი განზრახვა აქვს აზერბაიჯანთან დაკავშირებით“, - განაცხადა მჟავანაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics