|
2016-10-28 11:07:34, 669 ნახვა
საზოგადოება
„დანკინ დონატსის“ ქართულმა წარმომადგენლობამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ამერიკული რესტორნების ქსელის „დანკინ დონატსის“ ქართულმა წარმომადგენლობამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ევროპის ქვეყნების „დანკინ დონატსის“ გაერთიანებულ შეხვედრაზე მადრიდში “მსოფლიოში „დანკინ დონატსის“ რესტორნებს შორის საუკეთესო საოპერაციო სტანდარტების დანერგვისათვის“ - OPERATIONS EXCELLENCE AWARD ჯილდო მიიღო. „“მსოფლიოში „დანკინ დონატსის“ რესტორნებს შორის საუკეთესო საოპერაციო სტანდარტების დანერგვისათვის“ ჯილდო- ყველაზე ღირებული ჯილდოა, რომელსაც ამერიკული რესტორნების ქსელი „დანკინ დონატსის“ გასცემს თავისი პარტნიორებისათვის. ეს არის ჯილდო „დანკინ დონატსის“ კორპორაციული ფასეულობების საქართველოში დანერგვისთვის. „დანკინ დონატსის“ კორპორაციული კულტურა ძალიან ახლოსაა ჩვენს კორპორაციულ კულტურასთან, „დანკინ დონატსის“ ეს ერთი დიდი ოჯახია, რაც იგრძნობა კომპანიასთან ურთიერთობის პირველივე დღიდან და ჩვენმა დამოკიდებულებამ თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან, ჩვენმა ფოკუსირებამ ხარისხზე, „დანკინ დონატსის“ ქართული წარმომადგენლობა ამ ძალიან დიდი ოჯახის ღირსეულ წევრად აქცია და იმან, რომ ჩვენ ვიცავთ „დანკინ დონატსის“ ხარისხის სტანდარტებს, შევქმენით ფუნქციონალურად ძალიან საინტერესო და მიმზიდველი რესტორნები, ვიცავთ „დანკინ დონატსის“ ბრენდის ღირებულებათა სისტემას და რომ საქართველოში „დანკინ დონატსი“ იქცა საყვარელ თავშეყრის ადგილად განაპირობა ის, რომ ჩვენ „დანკინ დონატსის“ სისტემაში ყველაზე ღირებული ჯილდოს მფლობელები გავხდით“, -აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე. ცნობისთვის, „დანკინ დონატსი“ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 65 წელია წარმატების ისტორიას ქმნის მთელს მსოფლიოში. „დანკინ დონატსი“ მსოფლიოს 40 ქვეყანაშია წარმოდგენილი. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში 2015 წლის დეკემბრიდან ამერიკული რესტორნების ქსელმა „დანკინ დონატსმა“ იმპორტის უდიდესი წილი ქართული პროდუქტებით უკვე ჩაანაცვლა და „სმარტთან“, „მარშესთან“, „პურის სამყაროსთან“, „მილკოსა“ და „ბადაგთან“ თანამშრომლობით ერთგულ მომხმარებელს ახლა უკვე ქართული პროდუქტებით დამზადებულ ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს.
(R)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)